ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 13.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2014 წლის 5 სექტემბერი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში „სამსახური”) არის ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფისათვის და ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.
2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
3. სამსახურის იურიდიული მისამართია - დაბა ასპინძა, თამარის ქ.#3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან და მთავარი სპეციალისტებისაგან;
2. სამსახური შედგება ორი განყოფილებისგან:
ა) განათლების,კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ) ტურიზმის,სპორტის,ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფლება ;
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე-სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4. სამსახურს ყავს განყოფილების უფროსები და მთავარი სპეციალისტები.
მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის დებულებისა და საქართველოს კანონით “საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ხოლო ფუნქციები კი განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
5. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.სამსახურის ფუნქცია
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული -.ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური საქართველოს ორგანული კანონის“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“თ დადგენილი ნორმების შესაბამისად ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.
2. უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისათვის სამსახური დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სფეროს განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების მართვას, ორგანიზებასა და შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა და დაცვა.
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ფუნქციონირება და განვითარებაზე ზრუნვა;
დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
ე) ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის ღონისძიებების გატარება;
ვ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა;
ზ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) შემოქმედთა, პედაგოგთა და სპორტსმენთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და მათი მოღვაწეობის სტიმულირების უზრუნველყოფა;
ი) სამსახურის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ტურისტული და სხვა ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა, ტურიზმის დარგის სტიმულირების ღონისძიების განხილვა და პრაქტიკული რეალიზაცია დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით;
3. მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
4. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტები გამგებელს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ან/და სამუშაო გეგმების შესაბამისად, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ, ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება:
ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში ახორციელებს ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს;
ბ) ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას;
დ) ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
ე) თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან, ხელს უწყობს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
ზ) უზრუნველყოფს სხვადახვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობასა და მსგავსი ღონისძიებების მოწყობაზე მხარდაჭერის წინადადებათა შემუშავებას;
2) ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის განყოფილება:
ა) ტურიზმის სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის ურთიერთობის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ბ) გენდერული თანასწორობის ურთიერთობების საკითხთა მოგვარება და გებდერული თანასწორობის ურთიერთობებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას.
დ) მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ე) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული ტურიზმის სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
ვ) უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებათა შემუშავებას;
ზ) უზრუნველყოფს დაინტერსებული ახალგაზრდების ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის სფეროში;
2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას, გამგებლის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.