საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 13.05.2014
ძალაში შესვლა 01.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/33
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2014
matsne.gov.ge 3,239 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.05.2014 მიღება
01.09.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 08.04.2021 „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 13.10.2016 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 25.08.2016 „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 07.07.2021 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 86% 09.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ საქართველოს მთავრობას წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა მინისტრით, ნოდარ ხადური (შემდგომში მოხსენიებული როგორც “საქართველო” ) ერთი მხრივ, და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, წარმოდგენილი სახელმწიფო მდივნით, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და ფრანგული დიასპორის საკითხებში, ფლორ პელერენ (შემდგომში მოხსენიებული როგორც “საფრანგეთი”) მეორე მხრივ საქართველო და საფრანგეთი, ამ შეთანხმების მიზნებისთვის შემდგომში მოხსენიებულნი არიან როგორც „მხარეები“. პრეამბულა ითვალისწინებენ რა, რომ საქართველოს და საფრანგეთს სურთ მეგობრობისა და თანამშრომლობის გამყარება; იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის გამყარებისა და გაფართოების ერთიანი ნება; იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო (შემდგომში, „AFD”) და მისი დამხმარე ორგანიზაცია კერძო სექტორის განვითარების დაფინანსების კუთხით - ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება (შემდგომში, “PROPARCO”), რომლებიც წარმოადგენენ AFD ჯგუფს (შემდგომში „AFD ჯგუფი“) ავითარებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე; აღნიშნავენ რა, რომ AFD ჯგუფი წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისთვის სახელმწიფო დახმარების საფრანგეთის სისტემის ცენტრალურ ნაწილს და ახორციელებს თავის საქმიანობას 80 ქვეყანაში, გააჩნია რა დაახლოებით 60 ადგილობრივი წარმომადგენლობის ოფისი; აღნიშნავენ რა, რომ AFD, როგორც საჯარო სამრეწველო და კომერციული სტრუქტურა, რომელიც იმართება საფრანგეთის მონეტარული და ფინანსური კოდექსის მუხლების (R 516-3-დან R 516-20-ის ჩათვლით) რეგულაციებით: -   ებრძვის სიღარიბეს, მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას და მონაწილეობს სახელმწიფო ქონების დაცვაში მსოფლიოს მასშტაბით განვითარებად ქვეყნებში  და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებში; -   არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს, ზღვისიქითა ტერიტორიების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილების ქვეშ; -  ძირითადად მოქმედებს მასპინძელი სახელმწიფოს პრიორიტეტული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსთვის,  ადგილობრივი გაერთიანებებისთვისა და საჯარო ან კერძო საწარმოებისთვის ან ფინანსური ინსტიტუტებისთვის გრანტების, გრძელვადიანი სესხების და გარანტიების გაცემის ფორმით, ან მისი საქმიანობის არეალში მოქმედ საწარმოებში მონაწილეობით; -  ასევე სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას, ტრეინინგს და ტექნიკურ დახმარებას. აღნიშნავენ რა, რომ PROPARCO, როგორც კომპანია დაარსდა 1977 წელს საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად და: -   წარმოადგენს განვითარების საფინანსო ინსტიტუტს, რომლის უმრავლესობას ფლობს AFD. დასაქმებულ პერსონალს სრულად ხელმძღვანელობენ AFD-დან; -  მისი მთავარი მისიაა განვითარებად ქვეყნებში კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა ზრდის, მდგრადი განვითარების და ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) მიღწევისთვის; -  აფინანსებს ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან, სოციალურად ობიექტურ, ეკოლოგიურად მდგრად და ფინანსურად მომგებიან ოპერაციებს; -  ახდენს ინვესტირებას შემდეგი გეოგრაფიული არეალის ფარგლებში: დაწყებული დიდი განვითარებადი ქვეყნებიდან უღარიბესი ქვეყნებით დამთავრებული, კერძოდ აფრიკაში და აქვს სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის  მაღალი მოთხოვნები. -  სთავაზობს ფინანსური ინსტრუმენტების სრულ დიაპაზონს, აძლევს რა საშუალებას დააკმაყოფილონ განვითარებად ქვეყნებში კერძო ინვესტორების სპეციფიკური მოთხოვნები (სესხები, კაპიტალი, კვაზი-საკუთარი ფონდების ინსტრუმენტები, გარანტიები და ფინანსური ინჟინერია); -   საქამიანობაში ერთვება მხოლოდ მაშინ, როცა არც ერთ სხვა ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტს არ შეუძლია მსგავსი მომსახურების ან ფინანსური პროდუქტის შეთავაზება; აღნიშნავენ რა, რომ მხარეთა ორმხრივი ინტერესია წინამდებარე შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმება“) გაფორმება, რათა AFD ჯგუფს საშუალება მისცეს  განახორციელოს საქართველოში საკუთარი ფინანსური და ტექნიკური დახმარება საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარების მიზნების შესაბამისად; აღნიშნავენ რა, რომ საქართველოს აქვს სურვილი მიანიჭოს AFD ჯგუფს განსაზღვრული პრივილეგიები და შეღავათები, რათა მხარი დაუჭიროს AFD ჯგუფის მისიას განვითარების დაფინანსებისათვის საქართველოს პოლიტიკის ფარგლებში; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, შიდა საქმეებში ჩაურევლობის და სამართლებრივი თანასწორობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, საქართველო და საფრანგეთი თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗-შეთანხმების მიზანი AFD ჯგუფი ოფიციალურად უფლებამოსილია უზრუნველყოს საქართველოსთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა. წინამდებარე შეთანხმების მიზანია განსაზღვროს საქართველოში ADF ჯგუფის შექმნის, ასევე  AFD ჯგუფის საქმიანობის შესაბამისი წესები. ის განსაზღვრავს საქართველოში AFD ჯგუფის სტატუსის  და მისი საქმიანობის შესაბამის სამართლებრივ, საგადასახადო, ფინანსურ ან სხვა პირობებს. მუხლი 2🔗- AFD ჯგუფის სამართლებრივი სტატუსი AFD და PROPARCO საქართველოში თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებენ, როგორც იურიდიული პირები. AFD და PROPARCO არიან უფლებამოსილნი: ა) განახორციელონ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საჭირო ნებისმიერი საქმიანობა; ბ) შეიძინონ და განკარგონ ყველა ტიპის მოძრავი და უძრავი ქონება, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, გაყიდონ, ლიზინგით გასცენ ან აიღონ ან სხვა ნებისმიერი გზით განკარგონ ნებისმიერი მოძრავი და უძრავი ქონება, რომლებსაც ისინი ფლობენ (ამ ქონების იპოთეკიდან, დატვირთვიდან ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა უფლებით ან პრივილეგიით სარგებლობის ან სარგებლობის უფლების მინიჭების შესაძლებლობის ჩათვლით). ყველა ამგვარი ქმედება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) გამართონ მოლაპარაკება და გააფორმონ ნებისმიერი ტიპის შეთანხმებები და კონტრაქტი; დ) მათთვის საქართველოს ან ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული გარანტიისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ყველა ფორმის მიღების; ე) დაასაქმონ პერსონალი, იქნება ეს ქართველი, ფრანგი ან სხვა ეროვნების; ვ) გამოვიდნენ სასამართლოში ან საარბიტრაჟო ტრიბუნალში, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, ნებისმიერი იურისდიქციის ან/და უფლებამოსილი ორგანოს წინაშე და აღძრან ან მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ნებისმიერ ქართულ დაწესებულებასთან ან უფლებამოსილ ორგანოსთან. მუხლი 3🔗– AFD ჯგუფის ნებადართული საქმიანობა საქართველოში 3.1  AFD და PROPARCO უფლებამოსილია, ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) გაუწიოს ფინანსური დახმარება, ევროში, აშშ დოლარში ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში და სხვა ნებისმიერი ფორმის ფინანსური ან ტექნიკური დახმარება საქართველოს, საჯარო ან კერძო საწარმოებს და საჯარო ან კერძო საბანკო ან საფინანსო დაწესებულებებს, ასევე საჯარო ან კერძო ეროვნულ, უცხოურ ან საერთაშორისო ასოციაციებს ან ორგანიზაციებს და ზოგადად სამართლის ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს ან აქვს სათაო ოფისი საქართველოში; ბ) თავისუფლად შეიძინოს წილი ნებისმიერი კომპანიის კაპიტალში (ორგანიზაციულ ფორმის მიუხედავად) ნებისმიერი ადგილობრივი ან უცხოელი მხარისგან, განახორციელოს ინვესტიცია საინვესტიციო ფონდებში და თავისუფლად გადასცეს ან გაასხვისოს თავისი წილი ან აქცია ნებისმიერ ადგილობრივ ან უცხოელ სამართლებრივ პირზე ან ფიზიკურ პირზე; გ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა, ტექნიკური დახმარება ან ტრეინინგი და სწავლებები საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის. 3.2  ზემოთ აღწერილი თითოეული საქმიანობა უნდა იყოს სპეციალური შეთანხმების საგანი, რომელიც განმარტავს კონკრეტული საქმიანობით ან ოპერაციით დაინტერესებული მხარეების ვალდებულებებსა და ქმედებებს. თოთოეული მხარე ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს, რათა ხელი შეუწყოს ფორმალური მოთხოვნების დაცვას სადაც საჭიროა, რათა შეამოწმოს ასეთი შეთანხმებისა თუ ხელშეკრულების ძალაში ყოფნა და შესაბამისობა. 3.3  2 ა), 2 გ), 2 დ) და 3.1 მუხლებში აღწერილი AFD ჯგუფის უფლებამოსილებების განხორციელება არ მოითხოვს რაიმე საკანონმდებლო, მარეგულირებელ ან ადმინისტრაციულ ავტორიზაციას, ნებართვას ან ლიცენზიას, აღნიშნული არ ეხება ავტორიზაციას, ნებართვას ან ლიცენზიას, რომელიც შეიძლება სავალდებულო იყოს AFD ჯგუფის ადგილობრივი პარტნიორი მხარისათვის. 3.4 AFD და/ან PROPARCO-ს მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დადებული ან მოწოდებული შეთანხმებები საქართველოსთან ან ნებისმიერ სხვა საჯარო ან კერძო ქართულ სუბიექტთან, შეიძლება ხელმოწერილ იქნას ფრანგულ ან ნებისმიერ სხვა ენაზე და მისი ძალაში ყოფნა და შესაბამისობა არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმე სხვა ენაზე სერტიფიცირებული და/ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის მომზადებაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ საქართველოს კანონმდებლობა სხვაგვარად არ მოითხოვს.  3.5  AFD-ს და/ან PROPARCO-ს მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დადებული შეთანხმებები საქართველოსთან ან ნებისმიერ საჯარო ან კერძო ქართულ სუბიექტთან შეიძლება დაექვემდებაროს ფრანგულ სამართალს და ფრანგული სასამართლოს კომპეტენციას ან ერთობლივად შეთანხმებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალს, ან საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს სასამართლოს, ან დავების გადამწყვეტ სხვა ორგანოს და მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები სრულად იქნება აღიარებული და აღსრულებული საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗 – საბანკო რეგულირებები 4.1  AFD და PROPARCO-ს საქმიანობისა და ოპერაციების მომზადება, გადაწყვეტა და განხორციელება ხდება საფრანგეთში მდებარე მათი სათაო ოფისიდან. 4.2  AFD-ს, PROPARCO-სა და მათ წარმომადგენლობის ოფისს (როგორც ეს განმარტებულია მე-7 მუხლის შესაბამისად) საქართველოში არ აქვს ბანკის ან ნებისმიერი სხვა საფინანსო დაწესებულების სტატუსი. შესაბამისად, ის არ ექვემდებარება საბანკო კანონმდებლობის რომელიმე დებულებას, ან კანონმდებლობას, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებულ ან მოქმედ ნებისმიერი სახის ბანკზე ან საფინანსო დაწესებულებაზე. განსაკუთრებით, AFD და PROPARCO საქართველოს ტერიტორიაზე გათავისუფლებული უნდა იყოს (i) შეტყობინებისა და ანგარიშგების ნებისმიერი ვალდებულებისგან, (ii) ნებისმიერი საბანკო ავტორიზაციისა და ლიცენზიისგან, (iii) რისკების მართვის ფუნქციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულებისგან, (iv) ნებისმიერი გონივრული ვალდებულებისგან, (v) ნებისმიერი ვალდებულებისგან, რომ მოახდინოს მისი აქტივებისა და ვალდებულებების კლასიფიკაცია, ან ასეთი აქტივებისა და ვალდებულებებისათვის საჭირო რეზერვების შექმნა და (vi) ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ვალდებულებებისა და მოთხოვნებისგან, რაც გათვალისწინებულია ქართული კანონმდებლობით ან რეგულირებებით, გარდა იმ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისა, რომელიც საჭიროა გადახდების ბალანსის დასადგენად და საბანკო რისკების შესახებ ინფორმაციის ცენტრალიზებისთვის. 4.3  იმ შემთხვევაში თუ საქართველოს აქვს ან მომავალში მიიღებს რაიმე კონკრეტულ დებულებას სესხების რეგულირების შესახებ, ან რაიმე მოთხოვნას ნებისმიერი სავალუტო, საკრედიტო ან ფინანსური ოპერაციების საქართველოს ეროვნულ ბანკთან რეგისტრაციისა თუ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შეტყობინების შესახებ, ასეთი დებულებები და მოთხოვნები არ გავრცელდება AFD ჯგუფის მიერ განხორცილებულ სავალუტო, საკრედიტო და საფინანსო ოპერაციებზე. მუხლი 5🔗 – კონვერტირება და ტრანსფერი 5.1  საქართველო უფლებამოსილს ხდის: (i)     AFD ჯგუფის დაფინანსების ნებისმიერ ბენეფიციარს ან ასეთი დაფინანსების ნებისმიერ გარანტორს (გარანტიის ფორმის ან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიუხედავად), (ii)   ნებისმიერ ქართველ შუამავალს  ან უცხოურ ბანკს, რომელიც ახორციელებს თანხის ტრანსფერს, ასევე (iii)   AFD და PROPARCO-ს, მოახდინოს უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია, იმ გაცვლითი კურსით, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი კონვერსიის დღეს და თავისუფლად, წინასწარი შეზღუდვებისა და ფორმალობების გარეშე, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიიდან AFD ჯგუფისთვის გადასახდელი ნებისმიერი ოდენობის თანხების ტრანსფერი, განსაკუთრებით (შეზღუდვის გარეშე) თანხა, რომელიც შეესაბამება დაფინანსების ანაზღაურებას, როგორც ძირითადის ისე პროცენტის, დაგვიანებული გადახდის პროცენტს, დამატებით გადასახდელს, ასევე ნებისმიერი სხვა ოდენობას, რომლის გადახდის ვადა მოსულია AFD ჯგუფის მიერ საქართველოში საქმიანობის განხორციელების შედეგად (ნებისმიერი გარანტიისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ჩათვლით). 5.2  AFD და PROPARCO ასევე უფლაბამოსილნი არიან:  საქართველოში ფლობდნენ საბანკო ანგარიშებს ნებისმიერ ვალუტაში, მოახდინონ უცხოური ვალუტაში კონვერტაცია იმ კურსით, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოცემულ დღეს, ასევე შეზღუდვების და წინასწარი ფორმალობების გარეშე საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადარიცხონ ნებისმიერი თანხა, რომელიც მიღებულია წილობრივი მონაწილეობის ან მოძრავი ან უძრავი ქონების გაყიდვით, დივიდენდიდან ან სხვა დისტრიბუციიდან, ნებისმიერი მოგებიდან, სარგებლიდან, მიღებული რეალიზაციიდან და ზოგადად ნებისმიერი შემოსავლიდან, საკომისიოდან ან ნებისმიერი სახის ფულადი სახსრებიდან, რაც მოიცავს, განსაკუთრებით, ზიანს და დაინტერესებას, რომელიც გამომდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილებიდან ან საარბიტრაჟო მიკუთვნებიდან, როდესაც ასეთი ოდენობა პირველ რიგში წარმოშობილია ან დაკავშირებულია საქართველოში AFD ჯგუფის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან ან საქმიანობასთან ან მათ რეალიზაციასთან. 5.3       AFD და PROPARCO ასევე უფლებამოსილნი არიან, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს, სესხებთან ან სხვა სახის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული ქმედებები, სავალუტო ან საკრედიტო ოპერაციები, პირდაპირი გადახდები მსესხებლის ან ბენეფიციარის პროვაიდერებთან ან თანაკონტრაქტორებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არ არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე უფლებამოსილნი არიან აღნიშნული გადახდები განახორციელონ იმ საქონლისა და მომსახურების შეძენისას, რომელიც არ არის ქართული წარმოშობის, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ პირდაპირი ანაზღაურებით თავიანთი სესხებიდან იმ ვალუტით, რომელიც განთავსებულია საქართველოს ტერიტორიის გარეთ. 5.4 საქართველოში ლიცენზირებული ბანკები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ შემდეგი ოპერაციები: ა) AFD ჯგუფის დებიტორებისაგან მიღებული ლარის კონვერტაცია ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში იმ კურსით, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოცემულ დღეს; და ბ) გადარიცხონ უცხოური ვალუტა AFD ჯგუფის საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც გახსნილია საზღვარგარეთ (კერძოდ საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში). მუხლი 6🔗 - დაბეგვრა 6.1  AFD და PROPARCO თავისუფლდება პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისგან (მათ შორის დღგ-ისგან) და გადასახდელებისგან, ნებისმიერი სახის შენატანისგან, წყაროსთან დაკავებისგან და სხვა სახის ეროვნული, ადგილობრივი, რეგიონალური თუ საერთაშორისო გადასახდელისგან საქართველოში მათ ფინანსურ, საინვესტიციო ან სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით მათ ქონებაზე, შემოსავლებზე, საქმიანობაზე, ოპერაციებსა (ნებისმიერ შეთანხმებაზე რომლის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს AFD ან PROPARCO) და ტრანზაქციებზე.  6.2  გათავისუფლება ასევე ვრცელდება: ა) AFD ჯგუფის მიერ თავისი თანამშრომლებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები, გადახდილ ხელფასებთან და ნებისმიერი სახის ანაზღაურებასთან მიმართებაში; ბ) პროდუქტებისა და ინსტრუმენტების მიმართ (როგორიც არის პროცენტი, საკომისიო, მოსალოდნელი კომპენსაცია, დივიდენდი, კომპანიის დირექტორების  მიერ  მიღებული ანაზღაურება ან მოგება მიღებული წილობრივი მონაწილეობის გადაცემიდან), რომლებსაც იღებს AFD  ჯგუფი კერძო თუ საჯარო სუბიექტების მხარდაჭერის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, ზემოაღნიშნული დაკავშირებულია სესხების (რისკში თანამონაწილეობის ჩათვლით) გაცემასთან თუ კაპიტალში ან კვაზი-საკუთარ ფონდებში მონაწილეობასთან  (როგორიც არის კონვერტირებადი ბონდები, აქციონერთა მიმდინარე ანგარიშები, მრავალმხრივი სესხები, სუბორდინირებული სესხები) ან გარანტიის მინიჭების სახით მხარდაჭერასთან;  გ) ნებისმიერი გადასახდელის ან გადასახადის მიმართ, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოეშვება AFD ჯგუფს საკუთარი საქმიანობის ფარგლებში დადებული და განხორციელებული შეთანხმებებიდან; დ) AFD ჯგუფის შემოსავლების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია (i) უძრავი ან სხვა ქონებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის AFD ჯგუფის სასარგებლოდ აღსრულებასთან  (ii) ლიზინგის, ლიზინგის კრედიტის კონტრაქტებთან, ლიზინგის მართვასთან და AFD ჯგუფის მიერ გამოყენებული უძრავი ქონების გადაცემასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შეღავათი არ ვრცელდება მესამე მხარეების მიერ, რომლებთანაც AFD ახორციელებს ზემოაღნიშნულ ოპერაციებს, გადასახდელ ნებისმიერ გადასახადზე, სარეგისტრაციო მოსაკრებლებსა და სხვა გადასახადებზე, საკომისიოზე (მათ შორის, რომელიც დაწესებულია იპოთეკის ან მისი ექვივალენტის საქართველოში რეგისტრაციაზე) და რომელიც გადასახდელია საქართველოს ხელისუფლებისთვის.   6.3 AFD-ის მიერ საკუთარი საქმიანობისათვის საჭირო საქონლის/მომსახურების შეძენისას და იმპორტის განხორციელების დროს წარმოშობილი და მომწოდებლებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი, საბაჟო გადასახდელები ან ნებისმიერი არაპირდაპირი გადასახადი ანაზღაურებული იქნება საქართველოს მიერ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების შესაბამისი ორგანოში წარდგენის შედეგად.  6.4 არც ერთი სახელმწიფო ან კერძო კომპანია ან საწარმო, რომელიც AFD ჯგუფს უხდის პროცენტებს, დივიდენდებს, საკომისიოს, საფასურს ან ნებისმიერ სხვა თანხებს არ არის ვალდებული, რომ წყაროსთან დააკავოს გადასახადი ან ნებისმიერი თანხა ან აღნიშნული თანხებით შეამციროს ის გადასახადელები (კომპენსაცია), რომლებიც გადასახდელია AFD ჯგუფისათვის. 6.5 საქართველო თავის თავზე იღებს თანადააფინანსოს დღგ და საბაჟო გადასახდელები ან ნებისმიერი სხვა არაპირდაპირი გადასახადი მოწყობილობებთან, ტექნიკურ აღჭურვილობასთან და მასალებთან მიმართებაში, რაც შეძენილია AFD-ის მიერ საჯარო სექტორის პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრებით. მუხლი 7🔗 – AFD ჯგუფის ადგილობრივი წარმომადგენლობა - დაქირავებულ პირთა სტატუსი 7.1 AFD ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში ა) AFD ჯგუფი უფლებამოსილია გახსნას წარმომადგენლობის ოფისი თბილისში ან საქართველოში სხვა ადგილას (შემდგომში წარმომადგენლობის ოფისი), რათა შეასრულოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები რაც მხოლოდ მოითხოვს რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბ) AFD და PROPARCO უფლება აქვთ ჰქონდეთ წარმომადგენლობის ერთი ოფისი. მიუხედავად ამისა, PROPARCO უფლებამოსილია გახსნას  წარმომადგენლობის ცალკე ოფისი. გ) AFD და PROPARCO და მათ ნებისმიერ შვილობილ სააგენტოს, ან საქართველოში AFD ჯგუფის მიერ შექმნილ რომელიმე დაწესებულებას, შესაძლებლობა აქვს იფუნქციონიროს წარმომადგენლობის ოფისის მეშვეობით, ამ შეთანხმების შესაბამისად. დ) საქართველო ხელს შეუწყობს წარმომადგენლობის ოფისის გახსნას და ფუნქციონირებას  შეთანხმების შესაბამისად. ე) AFD ჯგუფის წარმომადგენლობის ოფისს საქართველოში ევალება პროექტების იდენტიფიცირება, რომელიც AFD ჯგუფმა შეიძლება განახორციელოს საქართველოში, პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და მოლაპარაკება, ასევე მათი შემდგომი  განხორციელება. თუმცა, წინამდებარე დებულებების საწინააღმდეგო ნებისმიერი დებულების მიუხედავად, მხოლოდ AFD-ის და PROPARCO-ს სათაო ოფისები საფრანგეთში იქნებიან პასუხისმგებლები (i) პროექტების პროცედურულ ინსტრუქციებზე, (II) პროექტების შეფასებაზე, (III) ნებისმიერი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, (IV) სახსრების გაცემაზე (V) გადახდების კონტროლზე. შედეგად, როგორც ეს მითითებულია მე-4 მუხლში (საბანკო რეგულირების) წარმომადგენლობის ოფისის საქმიანობა არ ექვემდებარება კანონებს და წესებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში მოქმედ კომერციული ბანკებთან ან საფინანსო ინსტიტუტებთან მიმართებაში, წარმომადგენლობის ოფისს არ აქვს  საქართველოში მუდმივი დაწესებულების სტატუსი და არც AFD-ი და არც PROPARCO არ განიხილება, როგორც საქართველოში მუდმივი დაწესებულება საგადასახადო რეგულაციების მიზნებისათვის. ვ) წარმომადგენლობის ოფისმა უნდა ისარგებლოს შემდეგი პირობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით: • მუხლი 6🔗.3-ის შესაბამისად, წარმომადგენლობის ოფისის საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობაზე, ასევე აღნიშნული ტექნიკის, მათ შორის ავტომობილების, შეკეთებაზე და მათ შემდგომ ექსპორტზე გადახდილი საბაჟო გადასახადების და გადასახდელების   ანაზღაურებით. •   მუხლი 6🔗.3-ის  შესაბამისად, წარმომადგენლობის ოფისის აღჭურვილობაზე  და საქართველოში შეძენილ ავტომობილებზე გადახდილი ნებისმიერი გადასახადის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებული ღირებულების გადასახადის (ან მისი ექვივალენტის)  ანაზღაურებით.   •   არანაირი გადასახადი და გადასახდელი არ დაეკისრება ხელფასებსა  და ხელფასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას, რომელიც გადახდილია AFD ჯგუფის  მიერ მის თანამშრომლებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები; •   წარმომადგენლობის ოფისი, მისი უძრავი ქონება, მისი ფულადი სახსრები, სახსრები და აქტივები, სადაც არ უნდა იყვნენ განთავსებული და მნიშვნელობა არა აქვს რა ფორმით არის მფლობელობაში ან საკუთრებაში, ისარგებლებს იმუნიტეტით ყოველგვარი სამართლებრივი, სასამართლო თუ ადმინისტრაციული პროცედურებისაგან, გარდა წერილობით გამოთქმული უარისა  საქართველოსთვის იმ პირობით, რომ ამგვარი უარის თქმა იმუნიტეტზე არ ვრცელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებებზე; •   AFD ჯგუფის ოფისები, ფაილები, დოკუმენტები, არქივები, საკომუნიკაციო საშუალებები, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმის მხარდაჭერა და ყველა სხვა საქონელი ან აქტივები (როგორიცაა კაპიტალი, შემოსავლები, დივიდენდები, მონაწილეობა, მოთხოვნები) ხელშეუხებელია, ისინი სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობენ და არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით არიან მათი მფლობელები, იმუნიტეტით ყველა ფორმის ჩხრეკისგან, რეკვიზიციისგან, კონფისკაციისგან, დაკავებისგან, იძულებითი ზომებისგან ან იძულებითი აღსრულებისგან ან ინტერვენციისგან, რაც განხორციელებულია AFD ჯგუფის ან მისი წარმომადგენლობის ოფისის წინააღმდეგ; •   AFD ჯგუფისთვის მინიჭებული ან მის მართვაში მყოფი ვალები, პრეტენზიები ან სხვა ვალდებულებები წარმოქმნილი ვალების, შეთანხმებების, გრანტების ან დამტკიცებული გარანტიების შედეგად, იმუნიტეტით სარგებლობენ ნებისმიერი სახის კონფისკაციაზე, დაკავებაზე ან იძულებით აღსრულებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს AFD ჯგუფის ან მისი წარმომადგენლობის ოფისის წინააღმდეგ. ზ) საქართველო იღებს ვალდებულებას არ მოხდეს ნაციონალიზაცია ან ექსპროპრიაცია, ან რაიმე ქმედება, რომლის შედეგადაც შეუძლებელია სარგებლობა, ნაციონალიზაცია ან ქონების, აქტივის ან ფონდების ჩამორთმევა, რომელიც ეკუთვნის AFD ჯგუფს ან მისი წარმომადგენლობის ოფისს. თუ გამართლებული საზოგადოებრივი ინტერესის მიზეზით, ნებისმიერი ასეთი ზომა ან ნებისმიერი ასეთი აქტი იქნა მიღებული, მაშინ ადეკვატური კომპენსაცია ენიჭება AFD ჯგუფს, დაუყონებლივ და თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. ფულადი კომპენსაცია უნდა შეთანხმდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს საბაზრო ფასს და მისაღები იქნება  მხარეებისთვის. 7.2 AFD ჯგუფის არარეზიდენტი პერსონალი ა) წარმომადგენლობის ოფისის ფუნქციონირების მიზნებისათვის AFD ჯგუფმა უნდა განსაზღვროს მისი პერსონალის წევრების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია, რომელთაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და რომლებიც არ არიან საქართველოში ვიზების ან ბინადრობის ნებართვის მფლობელები (შემდგომში "არარეზიდენტი თანამშრომლები"). AFD ჯგუფი გაიღებს  ხელფასის საერთო ოდენობას, კომპენსაციებს და არარეზიდენტი თანამშრომლების ტრანსპორტირებას. ასეთი თანამშრომლები სარგებლობენ საფრანგეთის სოციალური დაცვის ჯანმრთელობის დაზღვევით და საპენსიო რეჟიმებით და ამიტომ არ ექვემდებარებიან იგივე პირობებს რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში. კერძოდ, AFD ჯგუფმა არ უნდა გადაიხადოს სოციალური გადასახადი დამსაქმებელზე, რასაც ჩვეულებრივ იხდის დამსაქმებელი საქართველოში დასაქმების რეჟიმის ფარგლებში. ბ) საქართველო ხელს შეუწყობს არარეზიდენტ თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს, ბავშვებს და მათი ოჯახის ნებისმიერ წევრს შესვლაში, გაჩერებაში, ცხოვრებაში, თავისუფალ გადაადგილებაში  და გასვლით ფორმალობებში. გ) საქართველო უზრუნველყოფს არარეზიდენტ თანამშრომლებს მის ტერიტორიაზე გადასახადებისგან გათავისუფლებას, შეღავათებს და პრივილეგიებს, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებთან, იმპორტთან და სხვა საკითხებთან, რაც არანაკლებია დიპლომატიური მისიებისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მინიჭებულ პრივილეგიებზე.  არარეზიდენტ თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს, ბავშვებს და მათი ოჯახის ნებისმიერ წევრს ენიჭებათ შემდეგი შეღავათები და პრივილეგიები: •  შემოსვლის ნებართვის და მრავალჯერადი ვიზების მიწოდება და ბინადრობის ნებართვის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე; •  საბაჟო გადასახადებისგან და გადასახდელებისგან გათავისუფლება მათ  პირად ნივთებზე, კერძოდ პირადი მოხმარების ავტომანქანაზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე; •  ხელფასებთან დაკავშირებული ანაზღაურებების საშემოსავლო გადასახადისგან და მსგავსი გადასახდელებისგან გათავისუფლება, რომლებიც გაცემულია მათზე AFD ჯგუფის მიერ მათ მიერ საქართველოში  განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით; •  ნებისმიერი ნებართვის მიწოდება, რაც აუცილებელია პირადი ნივთების თავისუფალი გადაადგილებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ; • არარეზიდენტი თანამშრომლის მეუღლისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მიწოდება,  რომელიც ძალაში იქნება იმავე პერიოდში, რაც ვიზა ან შემოსვლის ნებართვა არარეზიდენტ თანამშრომელზე, რაც ნებას აძლევს მას იმუშაოს საქართველოში; •  სასამართლო იურისდიქციისაგან იმუნიტეტის მინიჭება და აღსრულებისგან იმუნიტეტის მინიჭება, მათი ოფიციალური საქმიანობის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით რაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ მისიებს ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 7.3   AFD ჯგუფის ქართველი პერსონალი საქართველოში მისი საქმიანობის ფარგლებში, AFD ჯგუფს შეუძლია დაიქირავოს თანამშრომლები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოს რეზიდენტები, შრომითი კანონმდებლობის და სოციალური უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულირებების შესაბამისად. მე-7 მუხლში (AFD ჯგუფის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი - თანამშრომელთა სტატუსი) გათვალისწინებული გათავისუფლება და იმუნიტეტი არ უნდა გავრცელდეს AFD ჯგუფის ასეთ თანამშრომლებზე. 7.4 დროებითი მისიები საქართველოში იმისათვის, რომ შეასრულოს თავისი საქმიანობა საქართველოში, AFD ჯგუფს შეუძლია გამოგზავნოს დროებითი მისიები საქართველოში ან დანიშნოს კონსულტანტები, რათა შეგროვებულ იქნას პროექტების მომზადებისა და/ან განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია. საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ დროებითი მისიების ასეთმა წევრებმა მოკლე დროში მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, დარჩენის და საქართველოს ტერიტორიის დატოვებისათვის საჭირო ნებართვები. იმიგრაციის რეგულირებასთან მიმართებით, ასეთი დროებითი მისიების წევრები სარგებლობენ იმ რეგულაციებით, რომლებიც  ვრცელდება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო განვითარების ფინანსური ინსტიტუტების მისიების წევრებზე. დროებითი მისიების წევრები არ უნდა სარგებლობდნენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით,  რომლითაც სარგებლობენ არარეზიდენტი თანამშრომლები. მუხლი 8🔗 – შეთანხმების იმპლემენტაცია მე-3 მუხლით (AFD-ჯგუფის ნებადართული საქმიანობა საქართველოში)  გათვალისწინებული AFD-ს უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველო თანახმაა გადასცეს ყველა საჭირო ინფორმაცია  ხელისუფლებას, საჯარო დაწესებულებებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, სასამართლო ორგანოებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს იმ განზრახვით, რომ ხელი შეუწყოს შეთანხმების დროულ იმპლემენტაციას და ამასთან დაკავშირებით საჭირო კანონის მიღებას, მოქმედების განხორციელებას, სათანადო ღონისძიებების გატარებას და გადაწყვეტილებების მიღებას.  მუხლი 9🔗 – შეთანხმების გამოყენება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, AFD და PROPARCO უფლებამოსილია წარუდგინოს ეს შეთანხმება, მითითების ან ასლის სახით, ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოს, ნებისმიერ საჯარო მოხელეს და ზოგადად საქართველოს ნებისმიერ საჯარო ადმინისტრაციას. უფრო მეტიც, იმისათვის რომ შესაძლებლობა მისცეს  AFD ჯგუფის დაფინანსების ბენეფიციარებს ან მათ კოლეგებს მოითხოვონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება, AFD და PROPARCO უფლებამოსილია გადასცეს ამ შეთანხმების ასლი ასეთ ბენეფიციარებსა და/ან თანაკონტრაქტორებს, რათა მათ ჰქონდეთ ასლის წარდგენის უფლება ხელისუფლების სათანადო წარმომადგენლებისათვის. არც ერთი საკანონმდებლო აქტით, რეგულაციით ან სხვა დოკუმენტით, რომელიც ძალაში შევა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ არ შეიძლება დაირღვეს AFD ჯგუფის უფლებები და პრივილეგიები. მუხლი 10🔗 – ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა, შეწყვეტა, ცვლილება 10.1 ძალაში შესვლა       წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან შემდგომი  თვის პირველ დღეს.       წინამდებარე ხელშეკრულების ძალში შესვლის შემდგომ, საქართველომ დაუყონებლივ უნდა განახორციელოს ამ შეთანხმების რეგისტრაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის 102-ე მუხლის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საფრანგეთს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგისტრაციის ნომრის გადაცემით, მას შემდეგ რაც მიღებული იქნება დადასტურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოდან.  10.2 შეთანხმების ცვლილება ან მოდიფიკაცია მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ წინამდებარე შეთანხმების ცვლილებებსა ან მოდიფიკაციაზე. ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ცალკე შეთანხმებად და ძალაში შევიდეს იმ წესით, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის. ესეთი ცალკე შეთანხება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. 10.3 დავების გადაწყვეტა მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა წინამდებარე შეთანხმების, მასთან დაკავშირებული შეთანხმებების ინტერპრეტაციის ან გამოყენების შესახებ, ან ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელიც უკავშირდება AFD ჯგუფს, წარმომადგენლობით ოფისს ან საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობას ამ შეთანმხებასთან მიმართებით, უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით. 10.4   ხანგრძლივობა და შეწყვეტა წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს ერთ-ერთი მხარის მიერ დიპლომატიური არხით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, წინასწარი შეტყობინების ექვსთვიანი ვადის დაცვით. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტამ გავლენა არ უნდა მოახდინოს მიმდინარე შეთანხმებებსა და კონვენციებზე, რომლებიც დადებულია წინამდებარე შეთანხმების ძალაში ყოფნის პერიოდში. შესრულებულია თბილისში, 2014 წლის 13 მაისს, ორ (2) ასლად ფრანგულ ენაზე, ორი (2) ქართულ ენაზე, ამ ორ (2) ვერსიას აქვს თანაბარი ძალა. საქართველოს მთავრობის სახელით ნოდარ ხადური  საქართველოს ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ფლორენ პელერენ