ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2014 წლის 5 სექტემბერი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მუხლი1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (შემდგომში - „სამსახური”) არის ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას; საფინანსო - საბიუჯეტო დაგეგმვას, ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენების კონტროლსა და ზედამხედველობას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას და სხვა საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით,“ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, წინამდებარე დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია - დაბა ასპინძა, თამარის ქ.N3.
მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის, ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია, მის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსულობები და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება.
მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
1. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 91-ე მუხლის შესაბამისად.
2. წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.
მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 92-ე მუხლის შესაბამისად არის საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა და მოიცავს საკუთარ შემოსულობებსა და არასაკუთარ შემოსულობებს.
2. მუნიციპალიტეტს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს საკუთარი შემოსულობები.
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება კაპიტალური, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები, სესხი და საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტი.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსავლების ადმინისტრირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მთავარი სპეციალისტისაგან.
2. საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის განყოფილებებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება:
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
4. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
6. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით.
7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები
1. საფიანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის უზრუნველყოფა, კერძოდ:
ა.ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია, ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების, მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
ა.ბ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ა.გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირება, საჭირო ინფორმაციის შეკრება და დამუშავება;
ა.დ) წინადადებების მომზადება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის და ხარჯვის თაობაზე;
ა.ე) მუნიციპალური პროგრამების, პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთება;
ა.ვ) სხვა აუცილებელი საკითხები საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის ეფექტურად წარმართვისათვის.
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფისათვის:
ბ.ა) მუნიციპალური სამსახურების, გამგებლის წარმომადგენელის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ბ.ბ) საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წინადადებების მომზადება ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო ბუღალტრული აღრიცხვა; ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევა;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემა;
ბ.ვ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; ანგარიშების, კვარტალური, წლიური ბალანსების მიღება;
ბ.ზ) სხვა მიმდინარე საკითხების ორგანიზება, რაც აუცილებელია სწორი ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
2. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი სამუშაო გეგმების მიხედვით პერიოდულად წარუდგენენ გამგებელს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 7🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. სამსახურის განყოფილებებს უძღვება განყოფილების უფროსი.
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება უზრუნველყოფს:
- წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ, წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება- გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
- მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
- მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
- წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
- ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
- მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს:
- მუნიციპალური სამსახურების, გამგებლის წარმომადგენელის , მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
- საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
- მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო ბუღალტრულ აღრიცხვას; ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას;
- საფინანსო ოპერაციების წარმოებას, საბანკო ანგარიშების მართვას, აღებული და გაცემული თანხების მართვას;
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;
- მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინები ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;
- ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;
- ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშების და კვარტალური ბალანსების მიღებას, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას;
2. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8🔗 . დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით.