ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 12.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 753 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
03.11.2014 ძალაში შესვლა
12.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №29 2014 წლის 5 სექტემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და აუდიტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლისა და  შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის  კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური  1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს   მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების, სხვა საბიუჯეტო და მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას; 2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია   გამგებლის  წინაშე და მოქმედებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის ,,გ.ა." პუნქტის შესაბამისად; 3. სამსახური საქმიანობას  წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმებით და საქართველოს  მთავრობასთან შექმნილ ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. საქმიანობაში იყენებს ამ უკანასკნელის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიური დოკუმენტებს, მეთოდურ მითითებებს, სტანდარტებს და სხვა სამართლებრივ აქტებს; 4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; 5 .  სამსახურის იურიდიული მისამართია  დაბა ასპინძა, თამარის ქუჩა N3. მუხლი 2🔗. სამსახურის    სტრუქტურა  1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის - შიდა კონტროლის  განყოფილების, შიდა აუდიტისა და საბუღალტრო აღრიცხვის საკითხებში მთავარი სპეციალისტისაგან. 2. სამსახურის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე-სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. 3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 5.  სამსახურს ჰყავს განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტი. 6. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის დებულების  და საქართველოს კანონით„ საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ხოლო ფუნქციები კი განისაზღვრება შესაბამისი  თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები 1. სამსახური საქმიანობის  ეფექტური წარმართვისათვის უზრუნველყოფს:  ა) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული რისკების დადგენას და  შეფასებას;  ბ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე  გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში; მუხლი 4🔗. სამსახური ვალდებულია    1.  სამსახური ვალდებულია პერმანენტულად განახორციელოს: ა)  შიდა აუდიტორული შემოწმებების  ჩატარება ; ბ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების  მონიტორინგი და კონტროლი; გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; დ) გამგეობის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა; ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება,  მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; ვ) მუნიციპალიტეტის აქტივების,  სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე  კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენციას; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და  კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამის რეაგირება; ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. მუხლი 5🔗.  სამსახურის შიდა კონტროლის  განყოფილება    1. სამსახურის შიდა კონტროლის  განყოფილება ახორციელებს: ა) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლსა და  ზედამხედველობის განხორციელებას; ბ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნას; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობას; ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი გამგებელს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი  6🔗.  დებულებაში  ცვლილებების და დამატებების შეტანა.    დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.