შპს „მალი XXI“-ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე ადალათ მაზაიმ ოღლი)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2014 წლის 5 სექტემბერი

 

სპეციალისტი:

შპს „მალი XXI”-ის (ს/კ 202463342) 

დირექტორი ზვიად მირიანაშვილი

მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117

ელ ფოსტა: specialist@mali.ge

სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001

სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტას” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M129

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:

ადალათ მაზაიმ ოღლი; პირადი №24001000350;  მცხოვრები: კასპი, სოფ. ფერმა

აუქციონის ჩატარების დრო:

15.09.2014 წლის  13:00 სთ-დან   19.09.2014 წლის  13:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს “მალი XXI”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:   2153.97 აშშ დოლარი, 27087.92  ლარი  და 170 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: რაიონი კასპი, სოფელი ფერმა, მიწის ფართობი 2415 კვ.მ. მასზე არსებული შებობა-ნაგებობით.   საკადასტრო კოდი 67.06.34.043

უძრავი ნივთის აღწერა: რაიონი კასპი, სოფელი ფერმა. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 2415.00 კვ.მ.  შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1 საცხოვრებელი სახლი; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 151.65 კვ.მ; სხვა ფართი: 2. დამხმარე ნაგებობა-254.99 კვ.მ;  3. დამხმარე ნაგებობა – 161.98 კვ.მ;  საკადასტრო კოდი: 67.06.34.043

გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და   გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

 გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის  1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 5 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში  შპს „მალი XXI” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „მალი XXI”, დირექტორი                                   ზვიად მირიანაშვილი