„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2014 წლის 5 სექტემბერი დ. ასპინძა |
დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტი:
,,მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული აგებულება
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის შექმნა ან /და გაუქმება, მათი დასახელებები, მათი ფუნქციები, სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და სტრუქტურული ერთეულების (სამსახურები) დებულებებით, რომელთაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.
დებულების მე-14 მუხლის მეორე პუნქტში სიტყვები ,,სამუშაო გეგმებისა“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თანამდებობრივი ინსტრუქციების“.
დებულების მე-14 მუხლის მესამე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.“.
ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 მუხლის მეოთხე პუნქტი.
დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი:
„ა) სტრუქტურული ერთეულის-ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
კანონმდებლობის შესაბამისად ადამიანური რეურსების მართვა, საკადრო და საქმისწარმოების საკითხების მოწესრიგება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან გამგეობის ურთიერთობების ორგანიზება; ჯანდაცვის, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა საკითხების სწრაფი და დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალურ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; უზრუნველყოფს გამგებლის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფ და ეფექტურ შესრულებას, ახდენს წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას და მათ წინაშე არსებული პროლემების დროულ გადაწყვეტას; მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის და საჯარო ინჯორმაციის მიწოდების წესების დაცვის უზრუნველყოფა; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.“.
დებულების მე-17 მუხლის სათაურსა და მე-5 პუნქტში სიტყვა ,,გამგეობის“ შეიცვალოს სიტყვით „გამგებლის.“.
მე-17 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ახდენს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირთა წინაშე არსებული პრობლემების დროულ აღრიცხვას და მათი ეფექტურად გადაწყვეტისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას. გამგეობის საქმიანობის საჯაროობას , გამჭვირვალობას და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას;
დ) უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის სწორ და ეფექტიან წარმართვას. კოორდინაციას უწევს მოსახლეობას და გამგეობას შორის კომუნიკაციას, აუცილებელი ინფორმაციების დროულ აღრიცხვას და გაცვლას.“.
გამგეობის დებულებიდან ამოღებულ იქნეს 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი.
|