საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 217-ე მუხლის:
ა) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივის რეალიზაციისას (გარდა ფასიანი ქაღალდებისა და ფიზიკური პირის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული უძრავი ნივთის და ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისა), აგრეთვე ქონების (გარდა უძრავი ნივთის) საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა და ამ მუხლის მე-11 ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა) მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ მატერიალური აქტივის რეალიზატორი ფიზიკური პირისათვის ან ქონების საჩუქრად მიმღები ფიზიკური პირისათვის მიცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება საგადასახადო ვალდებულების შესრულება ან მისგან განთავისუფლება.“;
ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა უძრავი ნივთის ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისას), მარეგისტრირებელი ორგანო მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახდენს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლის მიმღები ფიზიკური პირისათვის მიცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა ან მისგან განთავისუფლება.“.
2. 275-ე მუხლის:
ა) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადის თანხის გადახდა ხდება ყოველწლიურად, არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
11. მარეგისტრირებელი ორგანოები შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარუდგენენ გასხვისებული ქონების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – მიწის ნაკვეთის) შესახებ მონაცემებს.“;
ბ) მე-12 და მე-13 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 8 დეკემბერი.
№3883–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3883. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.002.451.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №3883, 08.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.451 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24910/