⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.11.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 16.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,335 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
16.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2014 წლის 5 სექტემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  24 სექტემბრის  დადგენილება №23. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი №1 ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება  ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები: 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტისგამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადამიანური რესურსების მართვას; სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების,  ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3.სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები ისაზღვრება გამგეობის საშტატო  ნუსხით. 4. სამსახურს აქვს შტამპი,   დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით, რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 5. მისამართი: დაბა ხულო, ტბელ-აბუსელიძის ქ. №1. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. 1. ადმინისტრაციიული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები,გამგეობის დებულება და ეს დებულება. 2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, დოკუმენტაციის აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების  კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, საქმისწარმოების წესით და გამგებლის სხვა ადმინისტრაციული აქტებით. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა; 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურისსტრუქტურული  ქვედანაყოფებია: ა) საქმის წარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; დ) შესყიდვების განყოფილება; 3.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება–მოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე; 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესებიგან ისაზღვრება გამგეობი დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.  მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები; ა) გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) გამგეობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ მუნიციპალურ სამსახურებსა და წარმომადგენლებს შორის; დ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას, გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტ ბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას დაარქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის,გამგეობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ლ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივ ექსპერტიზა და მათი ვიზირება; მ) სამსახურში შემოსული განცხადებების,  მიმართვების (წერილების) განხილვა; ნ) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას; ო) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; პ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ჟ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთიფანჯრის" პრინციპის დაცვით; რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ს) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივთვი თმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ტ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; უ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას,  საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები; ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; ბ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის, დავალებების სათანადოდ გაფორმებას; გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; დ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ე) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო  გამოყენებას; თ) თვითმმართველობის მოხელეთა თვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვას; ი) გამგეობის, მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას; კ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ლ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; მ) მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების საოფისე მასალებით მომარაგებას; ნ) მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების მიერ ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ო) მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. იურიდიული განყოფილება; იურიდიული განყოფილების ფუნქციებია: ა) გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების იურიდიულ  საკითხებზე კონსულტაცია, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) გამგეობის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალ-დარღვევის ოქმების  და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ექსპერტიზა, მათი შესაბამიობა  მოქმედ კანონმდებლობასთან, მუნიციპალიტეტის  ნორმატიულ აქტებთან და რეკომენდაციების მომზადება; გ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება გამგეობის სხვა სამსახურებთან, წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა; ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება; ზ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 7🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  გამგეობის  ვებ-გვერდის  ადმინისტრირებას; ბ) გამგეობისა და გამგეობის  თანამდებობის  პირების  საქმიანობის საჯაროობას,  საჯარო  ინფორმაციის რეესტრის  წარმოებას,  საჯარო ინფორმაციის  პროაქტიული  წესით  გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის  გაცემას; გ) მოქალაქეთა  მისაღების  მეშვეობით   ,,ერთი ფანჯრის“  პრინციპის დაცვის მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; დ) გამგეობის თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერეციების  ჩატარების ორგანიზებას,  გამგეობის  საქმიანობის  შესახებ  ყოველთვიური  პრესდაიჯესტის   მომზადებასა და გამოქვეყნებას მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო   საშუალებებთან; ე) ელექტრონული საქმის წარმოების  დანერგვას; ვ) მუნიციპალიტეტის  საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის  ფუნქციონირებას; ზ) გამგეობის  სამსახურებისათვის  საჭირო  ინფორმაციის მოძიებასა  და სელექციას; თ) მოქმედი  კანონმდებლობითა  და  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული სხვა  ფუნქციების  განხორციელებას; მუხლი 8🔗. შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია; ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ბ) სახელმწიფო  შესყიდვების გეგმის მომზადება; გ) ელექტრონული ტენდერების შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება; დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება; ვ) ელექტრონულ სისტემაში  ყველა ხელშეკრულებაზე  საკასო შესრულებების ასახვა; ზ) სისტემაში საგადახდო დოკუმენტაციის ატვირთვა, (ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ინვოისი, მიღება -ჩაბარების აქტი); თ) კონსოლიდირებულ ტენდერებზე სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ  ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება; ი) გადაუდებელი აუცილებლობიდან  გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმებისათვის ყველა სახის დოკუმენტაციის მომზადება; კ) ხელშეკრულებებზე  ერთიან ელექტრონულ სისტემაში სტატუსების მიცემა; მუხლი 9🔗. თანაშემწეები-გამგეობის წარმომადგენლებთან ურთიერთობის და იურიდიულ  საკითხებში გამგებლის თანაშემწეები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ; ა) ინფორმაციის მიწოდებას გამგებლისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს გამგებელთან წარსადგენად შესაბამის ტერიტორიაზე  არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) საჭიროების შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელთა თათბირების ოგანიზებას; დ) გამგებლის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას; ე) ახორციელებს სხვა  უფლებამოსილებებს წარმომადგენლისა და გამგებლის დავალებით; ვ) იურიდიულ საკითხებში კონსულტაციას. ზ) გამგებლის სხვა და სხვა დავალებების შესრულება. თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 10🔗. სამსახურის თანამშრომლები; 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3.  სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ ” საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები; გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები. მუხლი 11🔗. სხვა დებულებანი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.