ჯამრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 17.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 24.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
ჯამრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2014 წლის 5 სექტემბერი
დაბა ხულო
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 მარტის №14 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე
დანართი №1
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური.
1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის აღრიცხვა-შესწავლას
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება;
ბ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილება.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
მუხლი 3🔗.
სამსახურის საჯარო მოხელეები
1. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის საჯარო მოხელეებია:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი;
ბ.ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების უფროსი;
გ.ა) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლება-მოსილებათა განხორციელებას;
გ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურეობის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებასა და დამტკიცებული პროექტების განხორციელებას;
ვ) მოსახლეობის პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სოციალური დახმარების ორგანიზებას;
ზ) დადგენილ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის კონტროლს;
თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას;
ი) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილთა და ეკომიგრანტთა აღრიცხვას, მათი პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას;
ლ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას;
მ) სოციალური პროგრამების შემუშავებას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ორგანიზებას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
ჯანმრთელობის
ა და სოციალური
დაცვის
განყოფილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება;
გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა და შედეგების მონიტორინგი;
დ) სამინისტროს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი;
ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ვ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;
ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ თემის სამედიცინო პუნქტებში (თსპ) და ამბულატორიებში მიმდინარე ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შემოწმება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილება
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საქმეების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) შესაბამის ორგანოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაკადების რეგულირების, დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
დ) შესაბამის ორგანოებთან ერთად სტიქიასაშიში ტერიტორიებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და სტიქიით დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.