ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 16.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2014 წლის 5 სექტემბერი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №05.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე
დანართი №1
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
თავი I
სამსახურის ფუნქციები
მუხლი 1🔗
1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (შემდგომში - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული,რომელიც უზრუნველყოფს განათლების,კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუნიციპალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა №1.
2. სამსახური იყენებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 3🔗
1. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციაში არსებული განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადება, მართვა და შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადება, საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენა და პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
დ) სამსახურს დაქვემდებარებული დაწესებულებების ზედამხედველობა, ადმინისტრირება და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;
ე) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებულ კულტურის, საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე, სპორტული და ახალგაზრდულ საქმეთა დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით საჭირო წინადადებათა შემუშავება, მათი განხორცილების უზრუნველყოფა.
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული, ახალგაზრდული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურისა და სპორტული ობიექტების, აგრეთვე კულტურისა და განათლების სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და ახალგაზრდობის დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება;
ზ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი სამუშაოების მომზადების ორგანიზებისათვის ხელის შეწყობა;
თ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ხელშეწყობა;
ი) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დარგების სტიმულირების სფეროს განვითარებისათვის საბიუჯეტო სახსრებს გარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, გრანტებისა და სხვა სახსრების) მოზიდვა;
კ) მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება.
მ) გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში დასაქმებულ საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობისათვის და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა.
ნ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და შესაბამისის პროფილის კერძო სექტორის განვითარებისათვის ხელშეწყობა.
ო) შემოქმედთა, პედაგოგთა და სპორტსმენთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და მათი მოღვაწეობის სტიმულირების უზრუნველყოფა.
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗
1. სამსახურის უფლება-მოვალეობები:
ა) სამსახურის კომპეტენციის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებისაგან და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან;
ბ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაამყაროს ურთიერთობანი და ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
გ) მიიღოს მონაწილეობა მის სფეროს მიკუთვნებულ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
დ) მუნიციპალიტატის გამგეობის შესაბამის სამსახურებს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები მის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე;
ე) მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი მასშტაბის ფესტივალების, კონკურსებისა და შეჯიბრებების დაარსებაში, კოორდინაცია გაუწიოს მათ ორგანიზებას;
ვ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;
ზ) კულტურის, სპორტის, სკოლამდელი აღზრიდის დაწესებულებებისა და სკოლისგარეშე შემოქმედებითი დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) მონაწილეობა მიიღოს მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციაში;
ი) სამსახურში არსებულ მდგომარეობაზე გაწეული საქმიანობის შესახებ დადგენილი წესით წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;
კ) მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე საინფორმაციო საშუალებებით უზრუნველყოს საზოგადოების რეგულარული ინფორმირება;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) განათლების, კულტურისა და ტურიზმის განყოფილება.
ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
მუხლი 6🔗
1. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის განყოფილებებს შორის და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას;
გ) განახორციელებს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;
დ) აკონტროლებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური და მატერიალური სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
ვ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთაგან პერიოდულად ისმენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) ესწრება გამგებლის თათბირებსა და, საჭიროების შემთხვევაში, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს;
ი) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
კ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
თავი IV
სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 7🔗
1. განათლების, კულტურისა და ტურიზმის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესაბამისის მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადებას და პროგრამათა განხორციელების კორდინაციას.
ბ) უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას.
გ) მუნიციპალური მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას.
დ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ხელშეწყობა.
ე) განათლების, კულტურის, ტურიზმის სფეროში საინფორმაციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება.
ვ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში არსებული ეროვნული სიმდიდრის დაცვა.
ზ) გამოჩენილი პირობნების ხსოვნის უკვდავყოფა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმიანობის სფეროში დასაქმებულ საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობისათვის და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა.
თ) განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება.
ი)უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
კ) ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 8🔗
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა.
ბ) მიზნობრივი პროგრამების პროექტების შედგენა.
გ) ექსკურსიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა
დ) საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობა.
ე) ახალგაზრდების დასვენება სამთო გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში.
ვ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა.
ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის ხელშეწყობა
თ) ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ ღონისძიებებში.
თავი V
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 9🔗
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 10🔗
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მათი საქმიანობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობანი;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავიანთი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულონ დაწესებულების შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სამსახურის სხვა ქონებას.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 11🔗
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.