ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 17.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,301 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
17.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2014 წლის 5 სექტემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტისა  და 61-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის, „ნორმატიული  აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება   თანდართული დანართის  მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“,  ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2011 წლის 29 ივლისის №34 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗 ეკონომიკური პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. ეკონომიკური პოლიტიკის  და ინფრასტრუქტურის  სამსახური  (შემდგომში - სამსახური)  არის საქართველოს ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საფუძველზე   შექმნილი, ხულოს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის სტრუქტურული  ერთეული,  რომელიც  არსებული კანონმდებლობის საფუძველზე  ხელს  უწყობს მუნიციპალიტეტში ერთიანი  ეკონომიკური  პოლიტიკის  გატარებას,  უზრუნველყოფს  სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას,  ადგილობრივი ქონების შექმნას  და განკარგვას, ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, კაპიტალური მშენებლობის პროექტირებას.     სამსახურს გააჩნია ბეჭედი. მუხლი 2🔗 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები. 1.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ტექნიკური ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება; ბ) ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება. 2.  სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის  უფროსი,  რომლის  უფლებამოსილება  განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულებით  და სამსახურის უფროსის  სამუშაოთა  აღწერილობით. სამსახურის   უფროსის არყოფნის პერიოდში, უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის ბრძანებით ახორციელებს სამსახურის ერთ ერთი განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მთავარი სპეციალისტებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოავალეობებს  ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი. 5. განყოფილების  მთავარი სპეციალისტების უფლება-მოვალეობები   განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით  და გამგეობის დებულებით. განყოფილების მთავარი სპეციალისტების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის   სამუშაოთა აღწერილობით. მუხლი 3🔗 სამსახურის ძირითადი ფუნქციები: 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის  სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ)  ეკონომიკური  განვითარების  დაგეგმვისათვის  სათანადო  სტატისტიკური  ინფორმაციის  შეგროვებასა  და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე. თ)   წინადადებების   და  საჭირო  დოკუმენტაციის   მომზადებას მუნიციპალური ქონების  შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;  ი) ზედამხედველობას მუნიციპალური  ქონების  დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;  კ)  მოქმედი  კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 4🔗 სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი 1. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ)  წარუდგენს   მუნიციპალიტეტი გამგებელს         წინადადებებს   სამსახურის   საკადრო   საკითხებთან   დაკავშირებით,   მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;  ე) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ვ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; ზ) ესწრება თათბირებს ასევე, საკრებულოს სხდომებს;  თ)ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად   წარუდგენს   ანგარიშს   სამსახურის   მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;  ი) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს; კ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ლ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; მ) ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების   შესაბამისად,   თავისი  უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;    ნ)  ახორციელებს   მოქმედი  კანონმდებლობითა   და  ადგილობრივი  თვითმმართველობის   ორგანოებისა  და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.  2. სამსახურის განყოფილების უფროსი  ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; დ)ახორციელებს   კონტროლს   განყოფილების   თანამშრომელთა   მიერ  სამსახურის  უფროსის  დავალებათ შესრულებაზე; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ზ)ახორციელებს  მოქმედი  კანონმდებლობითა   და  ადგილობრივი  თვითმმართველობის   ორგანოებისა  და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. განყოფილების  უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის, მუნიციპალიტეტის გამგებლის და მისი მოადგილეების წინაშე. მუხლი 5🔗 სამსახურის თანამშრომელი. 1. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ  უფლებამოსილებათა  განსახორციელებლად  მოითხოვოს  და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; გ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; დ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ე) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ვ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. სამსახურის თანამშრომელი მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს  შესაბამისი  დებულებითა  და  ინსტრუქციით  განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, ასევე ზემდგომი თანამდებობრივი პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ)   გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; თ) შეასრულოს  მოქმედი  კანონმდებლობით  და  მუნიციპალიტეტის   სამართლებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 6🔗 ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების  შემუშავებას მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; გ)  ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე  განათების რეაბილიტაციისა  და  განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; დ)  ტერიტორიის კეთილმოწყობის, მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას   და  მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ე) ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის  პროგრამების შედგენას, შესრულებას, მონიტორინგს; ვ)  შესასრულებელი  სამუშაოების  სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას; ზ)  შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას; თ)  შემსრულებული  ორგანიზაციების და  ფიზიკური პირების  მიერ  წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა- ვიზირებას; ი) სახელშეკრულებო, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადებას; კ) სატენდერო კომისიებში მონაწილეობის მიღებას; ლ) მშენებლობა რეაბილიტაციის სახელშეკრულებო პირობების დაცვაზე სისტემატიურ კონტროლს; მ) შემსრულებელი პირების მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარებისათვის წინადადებების დროულ შემოტანას; ნ) კაპიტალური მშენებლობის საკითხებზე სამსახურში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და პასუხების მომზადებას; ო) წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კოორდინაციას; პ) წინადადებების   შემუშავებას   ტერიტორიების   დასუფთავებისა   და   ნარჩენების   გატანის   საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვისა და ორგანიზების კოორდინაციას; ჟ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; რ) ტერიტორიის  კეთილმოწყობის  განსახორციელებლად  რეკომენდაციებისა  და წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ს) მოსახლეობის  მუნიციპალური  ტრანსპორტით  მომსახურების  ორგანიზებას;  წინადადებების  მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ტ)  წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას   მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; უ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის,  აგრეთვე  ამ  მომსახურების  მიმწოდებლებსა  და მომხმარებლებს  შორის  ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე; ფ) მოქმედი კანონმდებლობით და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗 ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები. 1. ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში   არსებული  ქონების (მათ  შორის - არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების მიწის ნაკვეთების) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავებას,  ორგანიზაციული  საკითხების  გადაწყვეტის ხელშეწყობასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; ბ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; გ) საკრებულოს  თანხმობით მუნიციპალიტეტის უძრავი და მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით და უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გადაცემას; დ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი  აუქციონის ფორმით  განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ე) თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების ობიექტების ნუსხის პროექტის შედგენას; ვ) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა  შესრულების კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას კომპეტენციის ფარგლებში; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; თ)  თვითმმართველი  ერთეულის  ქონების  აღრიცხვა-რეგისტრაციას.  ქონების  დაცვასა  და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; ი) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული   იმ   ქონების   თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადმოცემას. გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში; კ)  ადგილობრივი  მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს; ლ) ადგილობრივი  მოსაკრებლების  თაობაზე  წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; მ) მოქმედი  კანონმდებლობითა  და  მუნიციპალიტეტის გამგეობის  სამართლებრივი   აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗 სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა. 1. სამსახურის  დებულებას  ხულოს   მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით  ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო; 2. დებულებაში  ცვლილებებისა  და დამატების  შეტანა ხორციელდება  კანონმდებლობის  შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.