⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.11.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 16.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,487 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
16.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2014 წლის 5 სექტემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №19 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში - აუდიტის სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.  მუხლი 2🔗 1. აუდიტის სამსახური არის ხულოს, მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომი - გამგეობას) სტრუქტურული ერთეული. 2. აუდიტის სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №1. 3. აუდიტის სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. მუხლი 3🔗 1. აუდიტის სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე და მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში - ცენტრი) კოორდინირებულად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაშიუ ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 4🔗 აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად. თავი II აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიზნები და უფლებამოსილება მუხლი 5🔗 1.      აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ა) საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - გამგეობა) საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; ბ) უზრუნველყოს გამგეობის სტრუქტურულ ერტეულებში და ტერიტორიულ ორგანოებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; დ) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება; ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ვ) გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ზ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; თ) გამგეობის სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელსემწყობი მიზეზების დადგენა; ი) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა; კ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა; ლ) გამგეობის საჯარო მომსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; მ) გამგეობის საჯარო მომსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ნ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; ო) გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი პრინციპების დაცვით; ა) დამოუკიდებლობა; ბ) ობიექტურობა; გ) პროფესიონალიზმი; დ) საჯაროობა; ე) გამჭვირვალობა; ვ) კანონიერება. მუხლი 6🔗 1. აუდიტის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების სექმნის ან წარდგენის და ახსნა-განმარტებების მიცემის თაობაზე; ბ) ჩაატაროს შიდააუდიტორული შემოწმება გამგეობის საჯარო მომსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე; გ) აუდიტის საგანთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ან/და რისკის შეფასებების პროცეში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვის დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; დ) შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპორტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის საჯარო მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით; ე) შიდა აუდიტის /ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით გამგებელს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ვ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტისა და რისკის შეფასების განხორციელების ფარგლებში, გარდა  საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს გამგეობის სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან, მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში. 3. გამგეობის მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. მუხლი 7🔗     აუდიტის სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი. შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; ბ) ჩაატაროს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით; გ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა; დ) უზრუნველყონ შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობი;ლი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ე) წელიწადში ერთხელ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს; ვ) შიდააუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახდეს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები; ზ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განასაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი III აუდიტის სამსახურის უფროსი და მოსამსახურეები მუხლი 8🔗 1.  აუდიტის სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან:  ა) აუდიტის სამსახურის უფროსი; ბ) აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტები. 2. აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ხელშეკრულებით აჰყავს შტატგარეშე მოსამსახურე. 3. აუდიტის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 9🔗 1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი). 2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს აუდიტის სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს აუდიტის სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისა და პასუხისმგებელია მისი მიზნებისა და უფლებამოსილების განხორციელებაზე; გ) ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს აუდიტის სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; დ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ე) გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას; ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს აუდიტის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; ი) აკონტროლებს აუდიტის სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას; კ) პერიოდულად ისმენს აუდიტის სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს აუდიტის სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია აუდიტის სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) შუამდგომლობს აუდიტის სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, აუდიტის სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) წარუდგენს გამგებელს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 10🔗 1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი). 2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელძღვანელობს და წარმართავს აუდიტის სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს აუდიტის სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისა და პასუხისმგებელია მისი მიზნებისა და უფლებამოსილების განხორციელებაზე; გ) ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს აუდიტის სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; დ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ე) გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდააუდიტორული დავალების გეგმას; ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს აუდიტის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; ი) აკონტროლებს აუდიტის სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას; კ) პერიოდულად ისმენს აუდიტის სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს აუდიტის სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია აუდიტის სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) შუამდგომლობს აუდიტის სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, აუდიტის სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) წარუდგენს გამგებელს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.