ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 16.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,706 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
16.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2014 წლის 5 სექტემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №55 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის  კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში. 1.2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, და სხვა საკანონმდებლო  კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით. 1.3. სამსახური  შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად. 1.4. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური. 1.5. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი განყოფილებისაგან. 1.6. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წინაშე. 1.7. სამსახურს აქვს ბლანკი  და ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 1.8. სამსახურის დაფინანსების წყაროა ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 1.9. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო ტბელ აბუსერიძის ქუჩა №1. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. 2.2. კანონის წინაშე თანასწორობის დაცვა. 2.3. საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე. 2.4. საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით. 2.5. მიუკერძოებლობა. 2.6. საქვეყნოობა და საჯაროობა. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები. 3.1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დაბისა და სოფლების გარე იერსახეზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე რეკლამის განთავსების დარღვევის   ფაქტების გამოვლენასა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების წესების  დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება. ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან არქიტექტურულ სამშენებლო პროექტთან  შესაბამისობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა. გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა. დ) უკანონო, ამორტიზებული შენობა–ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟის ორგანიზება და  დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობა. ე) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს შესაბამისი აქტის საფუძველზე ცალკეული დავალებების შესრულება. 3.2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დაბისა და სოფლების გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე რეკლამის განთავსების, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოფხვრაზე კონტროლი. ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე კონტროლის დაწესება.  სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე,  დემონტაჟზე და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი. გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, ღობეების, კომუნიკაციათა ჯიხურების ჭების და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი. დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების, დანადგარების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა  და სადემონტაჟო ღონისძიების განხორციელება.  ე) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა. მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა მოწესრიგება და სხვა) კონტროლის დაწესება. ვ) გარე რეკლამის განთავსება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი. ზ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი. თ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა“ და საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი”  დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება. ი) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების  შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების  ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. კ) სანიტარიული, დასუფთავების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობა. ლ) მიკუთვნებული უფლებამოსილების  განხორციელების  დროს საჭირო ინფორმაციის გამოთხოვება სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ფიზიკური ან\და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა. მ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება, კანონით დადგენილ წესით, ვადებში განხილვა. ნ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება. ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.  მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 4.1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი), რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და „საქართველოს ორგანული კანონის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 4.2.  სამსახურის უფროსი: ა) სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საქართველოს კანონის, ასევე სხვა საკანონმდებლო,  კანონქვემდებარე აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად. პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას. გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის. ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათვის დისიპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ. ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნას. ზ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. თ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. ი) უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას. კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე. ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე, 103-ე, 119​1, 134-ე, 135-ე, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1, 152-ე, 152​2, 153​3, 153​4, 159-ე 159​1  მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს. მ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და გამგებლის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  ურთიერთობისას. ნ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში. ო) ესწრება გამგებლის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს. პ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას. ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლისა და კურატორი გამგებლის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. რ) გამგებლის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 4.3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან\და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 4.4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლისა და საკრებულოს წინაშე. 4.5. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 5.1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 5.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)  მთავარი სპეციალისტი - ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ოპერატიული რეაგირების საკითხებში. ბ) არქიტექტურ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილება. 5.3. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. მუხლი 6🔗. მთავარი სპეციალისტი - ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ოპერატიული რეაგირების საკითხებში. 6.1. მთავარი სპეციალისტი - ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ოპერატიული რეაგირების საკითხებში. ა) ახორციელებს მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების გარე იერსახეზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე რეკლამის განთავსებაზე ზედამხედველობას, დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების წესების დაცვაზე კონტროლს. ბ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ღობეების, კომუნიკაციათა ჯიხურების, საკანალიზაციო მეურნეობების და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის) ზედამხედველობას. დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას. გ) ახორციელებს უკანონო, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟის ორგანიზებას ან და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობას. დ) ახორციელებს საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე,  გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და მათ შესრულებაზე კონტროლს. ე) ახორციელებს   მუნიციპალიტეტის ქუჩებში, მაგისტრალებზე, მოედნებზე, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე, სამშენებლო ნარჩენების  სპეციალურად გამოყოფილ ნაგავსაყრელებზე გატანის კონტროლს. ვ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას. ზ) აწარმოებს გზის საფარის გადათხრის სამუშაოებთან  დაკავშირებულ ყველა საქმიანობაზე კონტროლს. თ) ახორციელებს მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნგების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის არასწორად განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათ აღმკვეთ ღონისძიებებს. ი) თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გარემოს დაცვითი, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სანიტარიულ მოთხოვნათა დაცვაზე  კონტროლსა და ზედამხედველობას.  კ) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ. ლ) ოპერატიულად ახდენს შესაბამის რეაგირებას შემოსულ ინფორმაციაზე. მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ნ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. ო) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში. 6.2. მთავარი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს, მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 6.3. მთავარი სპეციალისტი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე 6.4. მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. არქიტექტურ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილება 7.1. არქიტექტურ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილება: ა) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო საქმიანობაზე. ბ) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე. გ) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო საქმიანობის წარმოებისას სამუშაოების სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობაზე. დ) ახორციელებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, ამ მიზნით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ გასცემს მითითებას, ადგენს შემოწმების აქტს, სამართალდამრღვევს უგზავნის ზეპირი სხდომის შესახებ უწყებას. (შეტყობინებას), ატარებს ზეპირ სხდომას, ახორციელებს სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს. ე) ახორციელებს მშენებლობა დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს. ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ზ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლებამოვალეობებს. თ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში. 7.2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 7.3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 7.4. განყოფილების უფროსის არყოფნისას უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების მთავარ სპეციალისტს. 7.5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 7.6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები                        ამ დებულების შესაბამისად, სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი - 1; ბ) განყოფილების უფროსი - 1; გ) მთავარი სპეციალისტი - 2. მუხლი 9🔗. სხვა დებულებანი 10.1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10.2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.