📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 17.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,157 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
17.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2014 წლის 5 სექტემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, მობილიზაციის,  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდეგ - „სამსახური“) წარადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას - მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო - სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციაა: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის   მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკიდან ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; გ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; დ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში გაგზავნა; ვ) კონტროლი სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვაზე; ზ) სამხედრო რეზერვისტების აღრიცხვა და მათი შეკრების ორგანიზება; თ)  საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ი) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცვხის ორგანიზება; კ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნულ გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებულ ძალებში გაგზავნა; ლ)  რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის ( დაჯავშნის) ორგანიზება და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; მ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო - სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ნ) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა)  აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მოამზადოს შესაბამისი მასალები და გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; გ) მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით; დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა და განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები , სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია. ე) უზრუნველყოს სამხედრო რეზერვისტების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში მათი შეკრებების ორგანიზაცია; ვ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია. 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი ( ტექსტში შემდგომ „უფროსი“) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 2. სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 5. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებსა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს. დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. მუხლი 4🔗. მთავარი სპეციალისტის უფლებამოსილებები 1. მთავარი სპეციალისტი: ა) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებას. ბ) მონაწილეობას ღებულობს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ განხილვასა და გადაწყვეტაში, შეისწავლის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის საკითხს. გ) ქმნის პირველად სამხედო აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზებს. 2. მთავარი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. მთავარ სპეციალისტს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. მთავარი სპეციალისტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 5. მთავარი სპეციალისტის სამსახურზე თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. მთავარი სპეციალისტის უფლებამოსილებები 1. მთავარი სპეციალისტი: ა) უზრუნველყოფს სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას. ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას; გ) უზრუნველყოფს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის კომისიების მუშაობის ორგანიზებას; დ) შეისწავლის საკითხს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. ე) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. ვ) ქმნის პირველად სამხედრო აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზებს; 2. მთავარი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. მთავარ სპეციალისტს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. მთავარი სპეციალისტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 5. მთავარი სპეციალისტის სამსახურზე თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. მთავარი სპეციალისტის უფლებამოსილებები 1. მთავარი სპეციალისტი. ა) უზრუნველყოფს სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას; ბ)  უზრუნველყოფს აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნულ გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას; გ) უზრუნველყოფს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; დ) უზრუნველყოფს ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციას, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას; ე) ქმნის სამობილიზაციო რესურსების ერთიან ელექტრონულ ბაზას; ვ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; 2. მთავარი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. მთავარ სპეციალისტს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. მთავარი სპეციალისტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 5. მთავარი სპეციალისტის სამსახურზე თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. წამყვანი სპეციალისტის უფლებამოსილებები 1. წამყვანი სპეციალისტი; ა) აწარმოებს მობილიზაციის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქმის წარმოებას, რეზერვისტთა და წვევამდელთა არქივის შენახვასა და დოკუმენტების დროულ მოძიებას. ბ) სამხედრო სამსახურში ყოველდღიურად შემოსული კორესპონდენციის დროულად შესრულებასა და გაგზავნას ადრესატის მიხედვით; გ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; 2. წამყვანი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. წამყვან სპეციალისტს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. წამყვანი სპეციალისტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 5. წამყვანი  სპეციალისტის სამსახურზე თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობის თანახმად.