⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.12.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 12.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 826 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
03.11.2014 ძალაში შესვლა
12.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №25 2014 წლის 5 სექტემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ნოემბრის №19 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ (ვებ. გვერდი 12/11/2013. ს. კოდი: 010260020.35.140.016075)“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური     1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.  ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების და აუცილებელი დასკვნების მომზადებას; ასევე ახორციელებს გამგებლის დავალებების სწორ და ეფექტიან გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით. 4. სამსახურის იურიდიული  მისამართია    -  დაბა ასპინძა, თამარ მეფის ქ.N3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური აქვს ადმინისტრაციული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის და მთავარი სპეციალისტისაგან. ეს უკანასკნელი  საკრებულოს მომსახურების საკითხებს უზრუნველყოფს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა მოსამსახურეებთან ერთად თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციით.  3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.  4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.  5. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის დებულების  და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად.  6. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები  1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული - იურიდიული სამსახური თავის  უფლებამოსილებას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული  კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.  2. უფლებამოსილების  ეფექტურად განხორციელებისათვის იურიდიული სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:  ა) გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, გამგებლის წარმომადგენლის,  საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების,  საკრებულოს ფრაქციების, დროებით სამუშაო ჯგუფების, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ და საკრებულოს წევრების იურიდიულ კონსულტირებას; მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილებებზე და გასაცემ ინფორმაციაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; გასაფორმებელი  ხელშეკრულების პროექტების შეთანხმებას და მომზადებას;  ბ) გამგეობის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი  მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის რეკომენდაციის მომზდებასა და წარდგენას გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ  საკითხებზე,;  გ) გამგეობაში და საკრებულოში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვე ვის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;  დ) გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის  წარმომადგენელთა მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქტირებასა და შეთანხმებას; კოორდინაციის გაწევას აუცილებელი პროექტების შეთანხმების პროცესში;  ე) ადმინისტრაციულ წარმოებას გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;  ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან,ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;  ზ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტუქტურული ერთეულების  მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;  თ) გამგეობის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დისციპლინის  და კანონიერების დაცვის სამართლებრივი კონტროლს;  ი) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას  ან/და მათი რისკ - ფაქტორების გამოვლენას, ანალიზს და დასკვნებს;  კ) გამგეობის საქმიანობის საჯაროობას და გამჭვირვალობას; კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების  მხარდაჭერის მოპოვებას;  ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.  3. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი გამგებელს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ან/და სამუშაო გეგმების შესაბამისად, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობისკოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.  მუხლი 4🔗.  სამსახურის განყოფილება და მისი ფუნქციები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის სტრუქტურული ერთეული - განყოფილება თავის უფლებამოსილებას ახორციელებს  საქართველოს  ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და  ამ დებულების შესაბამისად. 2. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების სამართლებრივი მომზადებას; გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგებლის წარმომადგენლის იურიდიულ კონსულტირებას; ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებებზე და გასაცემ ინფორმაციაზე სამართლებრი ვი დასკვნების მომზადებას; გ) გასაფორმებელი ხელშეკრულებების და გარიგებების პროექტების შეთანხმებას და მომზადებას; დ) გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით გამგებლისათვის რეკომენდაციების მომზადებას; ადმინისტრაციული წარმოების და  სამართალდარღვევის საქმეების მომზადებას და დასკვნების მიცემას; ე) გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი სტრუქტურული ერთეულების უფროსების და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა მოერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების რედაქტირებას და შეთანხმებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის უფროსის მიერ მიცემული სხვა ფუნქციების  და დავალებების განხორციელებას.   მუხლი 5🔗. დებულებაში  ცვლილებების და დამატებების შეტანა.     დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.