ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 19.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.170.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად. (დანართი №1 თან ერთვის.)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №2-ის შესაბამისად. (დანართი №2 თან ერთვის.)
მუხლი 3🔗
აღნიშნული დადგენილების ასლი გადაეგზავნოს
ქალაქ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც უზრუნველყოს სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
----------------------------------------- ------ ------ 201 წელი
ოქმის შედგენის ადგილი
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ---------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი და გვარი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის --------------- მუხლების დაცვით შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის შესახებ, რომ ----------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------ მისამართზე მდებარე
(თვე, რიცხვი) (ობიექტის მისამართი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტის დასახელება)
სამართალდამრღვევი პირი, მოქალაქე ------------------------------------------------------------------
(სახელი და გვარი)
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის -------------- მუხლის
--------------------------- ნაწილით.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------------------------------
მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა:
მუხლი ------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოიწვევს დაჯარიმებას -----------------------------------------------------------------------------------
4. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის,
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი და გვარი)
ახსნა-განმარტება: -------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, მოქალაქე ------------------------------------------------
(სახელი და გვარი)
განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობები.
მე, -----------------------------------------------------------------------------------------------------
(დამრღვევის სახელი და გვარი)
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის, ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
გავეცანი, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით ------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
6. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორეს
ვადასტურებთ ხელმოწერით:
ოქმი შევადგინე ------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენილი პირის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი ------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
მოწმეები (თუ არიან) ---------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა)
დაზარალებულები (თუ არიან) ---------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა)
7. ოქმის ასლი ჩავიბარე: ----------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა)
შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშრებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახურის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
აღრიცხვა-ა
ნგარიშგ
ების წესი
მუხლი 1🔗
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. აღნიშნული წესის მიზანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-ანგარიშგების დარეგულირება.
მუხლი 2🔗
1. პოლიგრაფიული საწარმო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩაბარების უფლება აქვს საამისოდ აღჭურვილ პირს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს ოქმის ფორმებს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსში.
მუხლი 3🔗
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირი ახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, აღრიცხვა-ანგარიშგებას.
მუხლი 4🔗
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული, ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
მუხლი 5🔗
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.