თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2014
ძალის დაკარგვა 26.02.2015
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2014 წლის 8 სექტემბერი
დაბა თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების“ დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №25 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსკ - 010.260.020.35.154.000.383)
.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური
დანართი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
გამგეობის კულტურის, განათლების
ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური
1.
გამგეობის კულტურის, განათლების,
ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების,
ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
კულტურის, განათლების,
ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ)
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ)
მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ)
კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
ე)
მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ვ)
ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ზ)
წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
თ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურული აგებულება
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან:
ა)
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში;
ბ)
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში.
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით და ამ დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი III
სამსახურის მოხელეთა ფუნქციები
მუხლი 4🔗.
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ)
განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ)
კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, წინადადებების შემუშავებას მათი დაცვის, შენარჩუნების და პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით;
დ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ)
სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ)
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
დ)
ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებების მომზადებას არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.