ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 772 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2014 წლის 5 სექტემბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ზედამხედველობის  სამსახურის დებულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური მუხლი 1🔗 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე შექმნილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურული ერთეული. 2.  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს გააჩნია  ბლანკი და  ბეჭედი სახელწოდებით საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახური. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან: ა) მონიტორინგის  განყოფილება; ბ) რეაგირების განყოფილება; 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.  3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე. ბ) კონტროლს სახელმწიფო არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობაზე. გ) კონტროლს მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი წილის) არსებული წესდების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისთვის გადაცემაზე. დ) კონტროლს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოთ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე. ე) კონტროლს  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურ  შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ტერიტორიის დაზიანებაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ ვადებში შესრულებაზე,  გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანებაზე; ვ) კონტროლს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნების მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენაზე; ზ) კონტროლს   ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  დადგენილი ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის  შედგენას; ი)   ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას; კ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლება მოსილებების განხორციელებას; ლ)  ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობას; მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 4🔗. სამსახურის მონიტორინგის განყოფილება სამსახურის მონიტორინგის  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე; ბ) კონტროლს  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურ  შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ტერიტორიის დაზიანებაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ ვადებში შესრულებაზე,  გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანებაზე; გ) კონტროლს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნების მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენაზე; დ) კონტროლს   ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე; ე) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  დადგენილი ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის  შედგენას; ვ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლება მოსილებების განხორციელებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. რეაგირების განყოფილების ფუნქციები რეაგირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კონტროლს სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით  გაუფორმებლობაზე; ბ) კონტროლს მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი წილის) არსებული წესდების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისთვის გადაცემაზე; გ) კონტროლს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოთ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  დადგენილი ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის  შედგენას; ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.