📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.09.2014
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 837 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2014 მიღება
01.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 8 სექტემბერი დ. თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №30 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ 010.260.020.35.154.000.388)   მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური დანართი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორაგნული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უზრუნველყოფას, უფლება–მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზაციას. თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 1. სამსახური არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციას და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახურის ადგილსამყოფელია დ. თიანეთი რუსთაველის ქ №4. თავი II სამსახურის ამოცანები და  ფუნქციები   მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ–აღმზრდელობითი მუშაობა; გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; დ) უზრუნველყოს სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე) უზრუნველყოს აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში გაგზავნა; ვ) უზრუნველყოს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება–მოვალეობანი. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ჭაბუკებისა და წვევამდელების ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად მოქალაქეთა სამხედრო–სავალდებულო და სამხედრო–სარეზერვო სამსახურში გაწვევა; დ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; ე) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ–გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა; ზ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო  ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; თ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო–სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ი) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს; კ) ომისა და სამხედრო ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; ლ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; მ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობასა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. თავი III სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა  მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა  1. სამსახურს ხემძღვანელობს  უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2.  სამსახურის  უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს  მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ  სათანადო აქტის გამოსატანად; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად ამზადებს მობილიზაციის,   აღრიცხვიანობის, სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;   დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: დ.ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; დ.ბ) მოქალაქეთა  სამხედრო სამსახურში გაწვევას; დ.გ) სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას; დ.დ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ    წარდგენას შესაბამის ორგანოებში; ე) უზრუნველყოფს გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას; ვ) უზრუნველყოფს სახელმწიფო  და  კერძო სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას; ზ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხის, ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში; თ) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს,  მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად; ი) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. მუხლი 5🔗. სამსახურის   თანამშრომელთა  უფლება-მოვალეობანი  1.    სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის  შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა  უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები, შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; გ) მოაწყონ სამობილიზაციო სწავლებები; დ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით. მუხლი 6🔗. სამსახურის უზრუნველყოფა სამედიცინო და ტექნიკური     პერსონალით გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო  სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.