ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3🔗
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის შესრულებაზე კონტროლს;
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
სამსახურის საშტატო განრიგი განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
სამსახურს გააჩნია ბლანკი და ბეჭედი სახელწოდებით საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახური.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საორგანიზაციო განყოფილება;
ბ) საპროექტო – სახარჯთაღვრიცხვო განყოფილება;
გ) ინსპექტირების განყოფილება;
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის შესრულებაზე კონტროლს;
ბ) შემსრულებელი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლასა და ვიზირებას;
გ) მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადებას;
დ)ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის აუცილებლობის დასაბუთებას, ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლას;
ე) შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე პრობლემების მონაცემთა ბაზის ფორმირებას;
ვ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას;
ზ) რეაბილიტაციას დაქვემდებარებული და ახლად აშენებული ყველა ობიექტის ინსპექტირებას, შესრულებული სამუშაოს მიღებას;
თ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე კონტროლს;
ი) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
კ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამოსობის კონტროლს.
ლ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, აღრიცხვას და ელექტრონული ბაზის შედგენას;
მ) შემოსული კორესპოდენციების რეგისტრირებას, ელექტრონული ბაზის შედგენას და კონტროლს.
ნ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე;
ო) განსახორციელებელი სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადებას და კონტროლის;
პ) შესრულებულ სამუშაოებზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამის სამსახურებზე და კონტროლს;
ჟ) შიდა სამსახურეობრივი წერილების, აქტებისა და სხვა დოკუმენტაციებზე კონტროლს.
რ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საორგანიზაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს;
ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, აღრიცხვას და ელექტრონული ბაზის შედგენას;
გ) შემოსული კორესპოდენციების რეგისტრირებას და ელექტრონული ბაზის შედგენას;
დ)შემოსულ კორესპოდენციებზე კონტროლს;
ე) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე;
ვ) განსახორციელებელი სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება და კონტროლს;
ზ)შესრულებულ სამუშაოებზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამის სამსახურებზე და კონტროლს;
თ) შიდა სამსახურეობრივი წერილების, აქტებისა და სხვა დოკუმენტაციებზე კონტროლს.
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღვრიცხვო განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღვრიცხვო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე კონტროლს;
ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წარმოდგენილი სამშენელო დოკუმენტაციის შესწავლას, ვიზირებას;
გ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
დ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამოსობის კონტროლს.
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ინსპექტირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას;
ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ვიზირებას;
გ) რეაბილიტაციას დაქვემდებარებული და ახლად აშენებული ყველა ობიექტის ინსპექტირებას, შესრულებული სამუშაოს მიღებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.