ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3🔗
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მონაწილეობს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავებაში, მუნიციპალური პროგრამების ფინანსურ გაანგარიშებაში, წარმოდგენილი მასალების საფუძველზე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებას, შესრულების შესახებ ანგარიშგების შედგენას და წარდგენას შესაბამის ორგანოებში. ამზადებს წინადადებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებაზე
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს გააჩნია ბლანკი და ბეჭედი სახელწოდებით საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება.
გ) ბუღალტრული აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილება
დ) შესყიდვების განყოფილება
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებაში მონაწილეობის მიღებას.
გ) გამგეობის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ წინადადებების შემუშავებას.
დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
ზ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;
თ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;
ი) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;
ლ) დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას საფინანსო ზედამხედველობას
მ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ნ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას.
ო) ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას.
პ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ჟ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
რ) საფინანსო საბუღალტრო აღრიცხვას, ბიუჯეტის ასიგნებათა სინთეზური და ანალიზურ აღრიცხვას, საბანკო ოპერაციების მართვას ელექტრონულ პროგრამული მეთოდით.
ს) არაფინანსური აქტივების და მატერიალური მარაგების აღრიცხვას
ტ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმების და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, შესყიდვების განხორციელებას გეგმის მიხედვით და ანგარისების მომზადებას.
უ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
ე) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას.
ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებაში, მონაწილეობის მიღებას.
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო მდგომარეობის შესწავლაში მონაწილეობის მიღებას.
თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
კ) ბიუჯეტის გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;
ლ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) მუნიციპალიტეტის შემოსულობების ყოველდღიური აღრიცხვას სახეობების მიხედვით ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
გ) შემოსულობების ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას.
დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების შედგენაში მონაწილეობის მიღებას, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებზე ზედამხედველობას;
ვ) ეკონომიკის სამსახურთან და საბუღალტრო განყოფილებასთან ერთად ქონების განკარგვის, აღრიცხვის და ინვენტარს ზედამხედველობას.
ზ) ბიუჯეტის გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილება
სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფას.
ბ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლს.
გ) ეკონომიურ მოვლენებზე დროულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების გაფორმებაზე კონტროლს.
დ) მუნიციპლატეტის შესაბამისი სამსახურების მიერ მომზადებულ საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღებას სინთეზური და ანალიზური აღრიცხვას პროგრამულად.
ე) საკასო და ფაქტიური ხარჯების თავისუფალი ოპერაციების გატარებას, აღებული ვალდებულებათა მიხედვით.
ვ) საგადახდო მოთხოვნის და დავალების მომზადებას საბანკო სისტემაში წარსადგენად.
ზ) საბანკო ანგარიშების მართვა.
თ) საბანკო ოპერაციების დამუშავებას ელექტრონული პროგრამული მეთოდით.
ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და მისი სამსახურების მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული აღრიცხვა და შესაბამის ანგარიშებზე დროული ჩარიცხვას.
კ) არაფინანსური აქტივების და მატერიალური მარაგების სინთეზური და ანალიზური აღრიცხვას.
ლ) აღრიცხვა-ანგარიშგების შედგენას და შესრულებას პროგრამული მეთოდით.
მ) ბანკთან ურთიერთიბას ინტერნეტ ბანკის მეშვეობით.
ნ) საფინანსო ზედამხედველობის განყოფილებასთან ერთად საკრებულოს, გამგეობისა და მისი სამსახურების ქონების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღებას და მათი შედეგების ასახვას.
ო) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას.
პ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას;
გ) ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისათვის სატენდერო დოკუმენტაციების მომზადებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციების განხილვას და შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადებას კოორდინაციას და აღნიშნულ პროცესში უშუალო მონაწილეობას;
დ) საკონკურსო მასალების მომზადებას, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების განხილვას, საკონკურსო ოქმების და შეტყობინებების მომზადების კოორდინაციას და კონტროლს;
ე) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის, მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტების მომზადებას;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებას;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;
თ)სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებების განხორციელებას;
მუხლი 8🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.