სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1238/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1238/ო

 

2014 წლის 3 სექტემბერი

 

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:         

1. შპს „ემერჯენსი სერვისის“ ფილიალს (მისამართი: ქ. ზესტაფონი, კეკელიძისა და მელქაძის ქუჩების გადაკვეთა) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნ ე ს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი, №144) ან სასამართლოში.

4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ემერჯენსი სერვისის“ ხელმძღვანელის გიორგი ვაშაკიძის განცხადება: № 84391, 19.08.2014წ.; ადგილზე შემოწმების აქტი № 66, 02.09.2014წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                გია თვალავაძე