⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.01.2017)
გაუქმებულია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 23.01.2017
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 938 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
23.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2014 წლის 5 სექტემბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის  დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 3🔗 დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახური 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (შემდგომში - „სამსახური“) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე შექმნილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხთა მონიტორინგს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს გააჩნია ბლანკი და ბეჭედი სახელწოდებით საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების   სამსახური. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მემცენარეობა - მექანიზაციის განყოფილება ბ) მეცხოველეობის განყოფილება 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება - მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას; გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის/ მიწოდებას; ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში. ვ) მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგს. ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. მემცენარეობა - მექანიზაციის განყოფილება. მემცენარეობა - მექანიზაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რიცხული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობის აღრიცხვას მათი საგაზაფხულო  და სხვა სახის სამუშაოების შესრულებისათვის მზადყოფნის მიზნით ბ) მოსახლეობაში რიცხული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამართვასა და გადაიარაღებაში ხელშეწყობას. გ) მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით მემცენარეობის დარგის სრულ მონიტორინგს (ნათესი ფართობების სტრუქტურას, მემცენარეობის პროდუქციის საერთო წარმოების მოცულობას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაყოფიერების ამაღლებასთან დაკავშირებით ღონისძიებების განხორციელებას, მიწების მელიორაციის, გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბრუნვაში მოქცევას). დ) მემცენარეობის დარგის განვითარების კუთხით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას. რეკომენდირებული და ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესვის და გაშენების საქმეში მონიტორინგის განხორციელებას. ე) ყველა სახის საკუთრების ფორმაზე დაფუძნებული საწარმოებისათვის მემცენარეობისა და მექანიზაციის მიმართულების საინფორმაციო-ანალიტიკური და საკუნსულტაციო  საქმიანობის განხორციელებას, მემცენარეობის პროდუქციის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მექანიზაციის დარგში  ენერგო დაზოგვითი  ტექნოლოგიების დანერგვას. ვ) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სამსახურებთან ერთად მემცენარეობისა და მექანიზაციის დარგის განვითარების  გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღებას და მემცენარეობის პროდუქციის საპროგნოზო წარმოების მოცულობისა და კულტურათა მოსავლიანობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება-დანერგვას. ზ)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნედლეულის მწარმოებელთა ხელშეწყობას მაღალი ხარისხის სათესლე მასალის, მინერალური სასუქების, პესტიციდების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, საწვავ- საცხები მასალების შეძენის ხელშეწყობას თ) მუნიციპალიტეტის აგრარული სექტორისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების რაოდენობის გათვლის  კუთხით ინფორმაციის შემუშავებას. ი)ნედლეულის მწარმოებლებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის  ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. კ) ნათესი ფართობის სტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ამაღლებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მემცენარეობის დარგის გაძღოლის კულტურის ამაღლებას, ინფორმაციის მოძიება-დამუშავებასა და განზოგადებას. ლ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ნაყოფიერების შენარჩუნებისა და შემდგომი ამაღლების მიზნით მონიტორინგის განხორციელებას. მ) სახელმწიფო და არასახელმწიფო აგრარული პროექტების დანერგვა - განზოგადებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში. ნ) საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, შესაბამისი დაინტერესებული უწყებებისათვის ინფორმაციის მიწოდებას და საგაზაფხულო სამუშაოების მსვლელობის მონიტორინგის განხორციელებას. ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით     განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. მეცხოველეობის განყოფილება. მეცხოველეობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს ა) მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგს და პირუტყვთა სულადობისა და პროდუქტიულობის მონაცემების დამუშავებას ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით. ბ) სანაშენე მეცხოველეობის განვითარებას და მეცხოველეობის დარგში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას. გ) მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისათვის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება-მოპოვებას. დ) მუნიციპალიტეტში ახალი სანაშენე რეპროდუქტორების, თანამედროვე მეცხოველეობის ფერმების შექმნას, ნაგებობების რეკონსტრუქციასა და მოდერნიზირების ხეშწყობას. ე)  მუნიციპალიტეტში საკვები ბაზის განვითარების ხელშეწყობას. ვ) მეცხოველეობის პროდუქციის გაანგარიშებას, პროდუქციის რეალიზაციისა და გასაღების ბაზრის მოძიებას, პროდუქტიულობის ამაღლების გზების შესწავლას, მეცხოველეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებას ზ) მეცხოველეობაში ცხოველთა და ფრინვეთა სულადობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას. თ) მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგში დასაქმებულ პირთა ინფორმირებას  ყველა იმ სიახლეზე, რომელიც დაკავშირებულია მეცხოველეობის დარგის განვითარებაზე (ბაზარი, მოწყობილობები, ტექნოლოგიები, ჯიშები და სხვა) ი) კოორდინირებას  სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამებს მუნიციპალიტეტის მეცხოველეობის მიმართულების პროგრამების განხორციელებაში. კ) მუნიციპალიტეტში სანაშენე საქმიანობის მიმართულებით ერთიანი და მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას. ლ) მუნიციპალიტეტში რიცხული მაღალპროდუქტიული პირტყვის აღრიცხვასა და ბონიტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას. მ) ტერიტორიულ ერთეულების მიხედვით ჩატარებული ვაქცინაციის დროულად ჩატარებას, სხვადასხვა დაავადებების მიხედვით და აწარმოებს შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს. ნ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.