თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2014
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.03.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 12.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2014 წლის 8 სექტემბერი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის“ თანდართული დებულება;
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №27 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ010.260.020.35.154.000.385)
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური
დანართი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახური
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ)
ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ე)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ვ)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ზ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
თ)
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას;
ი)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
კ)
საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ლ)
საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
მ)
სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;
ო)
მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის;
პ)
მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას;
ჟ)
სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;
რ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;
ს)
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ტ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
უ)
ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ფ)
ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ქ)
წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას;
ღ)
წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე;
ყ)
წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;
შ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების წყაროების გამოკვლევას, მონიტორინგს, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენას;
ჩ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების და მათ სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნეგატიური (გარემოს დაბინძურების) სტიქიური პროცესების პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით;
ც)
სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვას, და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვას და ასახვას ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ძ)
მოპოვებულ მონაცემთა სისტემატიზაციას, ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანას და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას;
წ)
მის კომპეტენციის ფარგლებში მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების მიღებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შემდგომი რეაგირების მიზნით;
ჭ)
საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგების ორგანიზებას, დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზებას;
ხ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან:
ა)
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში;
ბ)
მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;
გ)
მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში;
დ)
მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში.
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მთ. სპეციალისტი.
3.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში.
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა)
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ)
წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
დ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
ე)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების პროექტების ხელშეწყობისათვის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით წინადადებების მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ვ)
მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ზ)
საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
თ)
საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ი)
სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;
ლ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის;
მ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას;
ნ)
სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას.
მუხლი 5🔗.
მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების და მიწის მართვის საკითხებში
მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
გ)
საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
დ)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
ე)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ვ)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
ზ)
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას;
თ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში
მთ. სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების მართვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ბ)
წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას;
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების წყაროების კვლევას, მონიტორინგს, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენას;
დ)
წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;
ე)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების და მათ სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნეგატიური (გარემოს დაბინძურების) სტიქიური პროცესების პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით;
ვ)
მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების მიღებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შემდგომი რეაგირების მიზნით;
ზ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას;
თ)
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ი)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტრანსპორტის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
კ)
საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგების ორგანიზებას, დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზებას;
ლ)
წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე.
მუხლი 7🔗.
მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში
მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში უზრუნველყოფს:
ა)
წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ბ)
ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
გ)
მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას;
დ)
წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
ე)
წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
ვ)
გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;
ზ)
რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას;
თ)
სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვას, და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვას და ასახვას ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ი)
ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
კ)
მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ლ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.