აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 13.02.2015
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი | აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ.თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №6 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
დანართი №1
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური
1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონების „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.ბოლნისი,კოსტავას #7.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები
ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება;
ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა;
გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია
1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე.
2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
3. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;
4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა;
5. სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრებული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება;
6. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზება;
7. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება;
8. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
9. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;
10. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;
დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში;
ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით;
ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას;
მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ;
ნ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;
ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;
პ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, გამგებლის დავალებით, ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა და თანამდებობები
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. ამ დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) უფროსი სპეციალისტი;
გ) სპეციალისტი;
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება დებულებით „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად.
4. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონმდებლობის შესაბამისად.