⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2018)
გაუქმებულია:

ასპინძის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 22.02.2018
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.140.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 395 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
22.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2014 წლის 5 სექტემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტში  პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის  წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტში  პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის  წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს  ასპინძის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. პრემიის გაცემის საფუძველი  და მიზნები 1. პრემია, როგორც შრომითი გასამრჯელო მუნიციპალიტეტში გაიცემა დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, უშუალო ხელმძღვანელის წარდგენის და დასაბუთების საფუძველზე. 2. წარდგენილი დასაბუთება უნდა შეიცავდეს პრემიის ოდენობას, მის პროცენტულ მიმართებას პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაციას მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. 3. პრემია გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. 4. პრემიის მიზანია დასაქმებულ პირთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა,ასევე კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. საკრებულოში და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება  აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს. 2. პრემიის გაცემის  შესახებ გადაწყვეტილებას გამგეობის თანამდებობის პირების და  გამგეობაში სხვა დასაქმებულ პირთა მიმართ იღებს გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის და სხვა დასაქმებულთა მიმართ საკრებულოს თავმჯდომარე. 3. ეს წესი არ აწესრიგებს საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მიმართ პრემიის გაცემის საკითხს. მათ მიმართ გამოიყენება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი„. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის  ოდენობა და პერიოდულობა 1. ასპინძის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა მიმართ დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდის, ასევე კვალიფიციური კადრების შენარჩუნებისა და მოზიდვისათვის გაიცემა პრემია შემდეგი ოდენობით და პერიოდულობით: ა) დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ  სარგოს. ბ) დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 2. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით პირველ პუნქტში მითითებული ზღვრული ოდენობით და პრინციპების დაცვით.  3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისი დაიშვება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი„ს  მე-5-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად .