ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფლებში) იმ ზონების პირობებისა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრა, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 22.02.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 965 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
22.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფლებში) იმ ზონების პირობებისა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრა, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2014 წლის 5 სექტემბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფლებში) იმ ზონების პირობებისა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრა, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებელის შესახებ’’ ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონების და მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების  65-ე მუხლის მე-2 პუნქტის 2​1, მე-3 და მე-4 პუნქტების  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე; 2. დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს. მუხლი 2🔗. I კლასს დაქვემდებარებული შენობა - ნაგებობები პირველ კლასს დაქვემდებარებული  შენობა-ნაგებობები: ა)  60მ​2 მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის 5 მ მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20მ​2  მდე მოცულობის 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10  მ-დე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ)  გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე: დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 5 მ-ისა; ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი); ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა- ნაგებობის მშენებლობის /მონტაჟის) ნებართვას; ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მდე სიმაღლისა და 6 მ​2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა ნაგებობები ან/და დანადგარები: ი) ხაზოვანი ნაგებობები  III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენის,  III  კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელქტროგადამცემი ხაზები; კ)  ლანდშაფტური მშენებლობა: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; მ)  სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობა; ნ)  ბანკომატის განთავსება; ო) საჩრდილობელის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადის და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ჟ)  ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე ) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა; რ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება: ს)  სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა; ტ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25მ​3 -მდე მოცულობის და არაუმეტეს 2,2მ სიღრმის აუზისა და საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა: უ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების გაყვანილობის და განათებისათვის ბოძების ანტენებისა და 2 მ​3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა: ფ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა: ქ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება: ღ) აბრებისა და რეკლამების განთავსება: ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის,   კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ: შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება: მუხლი 3🔗. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები, რომელთათვის მშენებლობის ნებართვა სავალდებულოა თუ სამშენებლო მიწის  ნაკვეთი მდებარეობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი (მათ შორის სოფლის შიგა გზა) მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მ-იან  ზონაში  და საზოგადოებრივი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, ბაღის, პარკის) უშუალოდ მომიჯნავედ  I კლასს დაქვემდებარებული  შენობა-ნაგებობის  მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა მე-2-ე მუხლის  ,,გ’’, ,,დ’’, ,,კ’’, ,,ლ’’, ,,მ’’, ნ’’, ,,ო’’,  ,,პ’’, ,,რ’’, ,,ს’’, ,,უ’’. ,,ფ’’, ,,ქ’’, ,,ღ’’, ,,შ’’. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა  II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით; მუხლი 4🔗. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება შესაძლებელია შეთანხმებით მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე  მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, დასაშვებია ამ დადგენილების მუხლი 2🔗-ით  განსაზღვრულ  I კლასს დაქვემდებარებული  ,,გ’’,   ,,დ’’, ,,კ’’, ,,ლ’’,  ,,მ’’, ,,ნ’’, ,,ო’’, ,,პ’’, ,,რ’’, ,,ს’’, ,,უ’’, ,,ფ’’, ,,ქ’’, ,,ღ’’, „შ’’ ქვეპუნქტის  სახეობები,,  მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით  გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განსაზღვრული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. 65-ე მუხლის I პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,ე’’, ,,ვ’’,  ,,ზ’’, ,,თ’’, ,,ი’’, ,,ჟ’’, ,,ტ’’, ,,ყ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის  რეგისტრაციის შესახებ,  და წარმოადგინოს ობიექტის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა, ესკიზური ნახაზი, ხოლო ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან  სარგებლობის დამადასტურებელი  დოკუმენტი. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო საკომუნიკაციო არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე,. ასევე სხვა შენობა ნაგებობებზე გაყვანის- მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს; ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა. საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა; ბ)  ელექტრონულ ფორმატში შესრულებული კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტი; გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტის (დოკუმენტების) საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განმცხადებელს პასუხი არ ეცნობება, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს  მშენებლობა. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს განმცხადებლის მიერ დამატებით წარსადგენი დოკუმენტაცია. მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებანი 1.  I კლასის ნებისმიერი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. 2. ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. მუხლი 6🔗. დადგენილების ძალაში შესვლა დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია