თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2014
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.03.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 12.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2014 წლის 8 სექტემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ010.260.020.35.154.000.386).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური
დანართი
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური
1.
გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის ხელმძღვანელობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას;
გ)
დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ)
დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე)
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ)
გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ)
მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ)
მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი)
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ)
მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
ლ)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
მ)
წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
ნ)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
ო)
დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას და ზედამხედველობას თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებას;
პ)
ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
ჟ)
ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას;
რ)
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სამუშაოების ფარული, შუალედური, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას და მათი სისწორის დადასტურებას ხელმოწერით;
ს)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ტ)
არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
უ)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან:
ა)
მთავარი სპეციალისტი სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის საკითხებში;
ბ)
მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში;
გ)
მთავარი სპეციალისტი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის საკითხებში.
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით, და გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით და ამ დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
თავი III
სამსახურის მოხელეთა ფუნქციები
მუხლი 4🔗.
მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში
მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათებების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებას და ექსპლოატაციას;
ბ)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
გ)
წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
დ)
ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებას, დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაციას;
ე)
ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზებას და მართვას;
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
მთავარი სპეციალისტი სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარების და არქიტექტურულ საკითხებში
მთავარი სპეციალისტი სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარების და არქიტექტურულ საკითხებში უზრუნველყოფს:
ა)
სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ)
წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ)
წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებას, დასახლებათა მიწათსარგებლობის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ)
გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე)
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ)
სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ)
საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
თ)
მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ი)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების მონიტორინგისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის საკითხებში
მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების მონიტორინგისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის საკითხებში:
ა)
მუნიციპალიტეტის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობის სამუშაოზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, გარანტიის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის, ზედამხედველობის განხორციელებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირებას;
ბ)
სამუშაოთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმებას მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ)
ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულებების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციების პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბოლოო ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების შედგენას;
დ)
საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას;
ე)
შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაწვევად საჭირო დოკუმენტების მომზადებას;
ვ)
მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმების დაწესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ზედამხედველობას;
ზ)
არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
თ)
არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას;
ი)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.