# სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №145
- მიღების თარიღი: 12.09.2014
- კონსოლიდირებული რედაქცია: 31.12.2015
- სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.038.016399
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2494764
- წყარო: https://legali.ge/law/2494764/

> ეს არის 31.12.2015 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე სპე



[https://legali.ge/law/2494764/muxli-1/](https://legali.ge/law/2494764/muxli-1/)

---

## მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი №1

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წეს

[https://legali.ge/law/2494764/muxli-3/](https://legali.ge/law/2494764/muxli-3/)

---

## მუხლი 1. 1. ეს წესი, პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების (შემდგომში – სისტემის ორგანოები) შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახე

2. სპეციალური საშუალებების გამოყენება ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება), აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას, თავდასხმისას, გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას (გარე აკრძალულის ზოლიდან 5 კმ. რადიუსის მანძილზე).

3. ამ ბრძანებით დადგენილი წესით სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ:

ა) დაწესებულების მოსამსახურეს ან დაწესებულების მოსამსახურეებისაგან შემდგარ ჯგუფს;

ბ) დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან შემდგარ  საბადრაგო ჯგუფს ან კოლონას;

გ) დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან შემდგარ ჯგუფ

[https://legali.ge/law/2494764/muxli-1-2/](https://legali.ge/law/2494764/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დასაშვებია გამოყენებულ იქნეს შემდეგი სპეციალური საშუალებები:

ა) ხელბორკილი;

ბ) დამაწყნარებელი პერანგი;

გ) დამაწყნარებელი სკამი;

დ) დამაწყნარებელი საწოლი;

ე) რეზინის ხელკეტი;

ვ) ცრემლსადენი გაზი;

ზ) წიწაკის გაზი;

თ) არალეტალური იარაღი;

ი) აკუსტიკური საშუალება;

კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;

ლ) წყალსატყორცნი;

მ) სასამსახურო ძაღლი.

2. სპეციალური საშუალება გამოიყენება უსაფრთხოების უკიდურესი ღონისძიების სახით  იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალება არაეფექტურია. სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა იყოს წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს აღნიშნული ღონისძიების ადრესატს.

3. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, ასევე დასაშვებია  დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.

4. დაუშვებელია სპეციალურ საშუალებათა ისეთი ფორმით გამოყენება, რომელიც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შელახვას.

5. დაუშვებელია სპეციალური საშუალებების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.

6. ამ წესის მიზნებისათვის არალეტალურ იარაღად ჩაითვლება რეზინის ტყვია, საღებავის სასროლი, სასროლი ბადე, კვამლმდენ

[https://legali.ge/law/2494764/muxli-2-2/](https://legali.ge/law/2494764/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. 1. სისტემის ორგანოს მოსამსახურის (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ დაუშვებელია ამ წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სპეციალური საშუალებების გარდა სხვა რაიმე სპეციალური საშუალების გამოყენება. ყო

2. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

ა) ხელბორკილი – პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სისტემის ორგანოს მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი;

ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი – პირის მიმართ, რომელმაც სცადა ზიანი მიეყენებინა საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ან/და ზიანი მიაყენა საკუთარ თავს ან სხვას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; აგრეთვე რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით;

გ) რეზინის ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა დაზიანების თავიდან აცილების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;

დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;

ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;

ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად, იმ დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით, რომელსაც პირი თავს აფარებს;

ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;

თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას; აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლა

[https://legali.ge/law/2494764/muxli-3-2/](https://legali.ge/law/2494764/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. 1. ქალებისა და არასრულწლოვანების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და

2. სპეციალური საშუალების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, როგორც წესი, არ გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.

3. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აშკარად გამოკვეთილი ფიზიკური  შეზღუდული შესაძლებლობები.

4.  აკრძალულია დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.

5. წიწაკის გაზის გამოყენება დასაშვებია უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ და  „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. დაუშვებელია წიწაკის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირის მიმართ ვინც უკვე იმყოფება შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვე

[https://legali.ge/law/2494764/muxli-4/](https://legali.ge/law/2494764/muxli-4/)

---

## მუხლი 5. 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს იმ საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, რომლის გამოც ხორციელდება  აღნიშნული სპეციალური საშუალების გამოყენე

2. სპეციალური საშუალებების ყოველი გამოყენებისას ხორციელდება არსებული სიტუაციის დინამიკაში  შეფასებ

[https://legali.ge/law/2494764/muxli-5/](https://legali.ge/law/2494764/muxli-5/)

---

## მუხლი 6. 1. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება, გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც სხვა საშუალებებით შეუძლებელია კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა

2. ხელბორკილების დადებისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს, როგორც წესი, ხელები უნდა ჰქონდეს უკან, გარდა იმ შემთხვევისა როცა შესაბამისი მდგომარეობა არ მოიცავს სხვაგვარი ფიქსაციის აუცილებლობას. ხელბორკილები მოიხსნება მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. ხელბორკილები აგრეთვე მოიხსნება:

ა) ბუნებრივი საჭიროებისას და კვების დროს (გარდა მასობრივი არეულობის ან ჯგუფური დაუმორჩილებლობის შემთხვევისა);

ბ) მათი სიცოცხლისთვის საშიში პირობების წარმოქმნისას (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.

[https://legali.ge/law/2494764/muxli-6/](https://legali.ge/law/2494764/muxli-6/)

---

## მუხლი 7. 1. დამაწყნარებელი პერანგის, დამაწყნარებელი სკამის და დამაწყნარებელი საწოლის გამოყენებისას, დაწესებულების ექიმი მეთვალყურეობის დროს პერიოდულად ამოწმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობ

2. დაწესებულების ექიმი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი რეკომენდაცია ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეუწონლობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობისას, რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს ზეპირი ფორმითაც.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაწესებულების  ექიმი ვალდებულია ზეპირად გაცემული რეკომენდაცია გონივრულ ვადაში გააფორმოს წერილობით.

5. დამაწყნარებელი პერანგის ჩაცმის შემდეგ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელები გადაიწევა უკან ზურგის მხარეს. დამაწყნარებელი პერანგის ჩაცმის შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწოლა ლეიბზე უნდა მოხდეს სახით ზემო

[https://legali.ge/law/2494764/muxli-7/](https://legali.ge/law/2494764/muxli-7/)

---

## მუხლი 9. 1. არალეტალური იარაღის, ცრემლსადენის, აკუსტიკური საშუალების და ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის გამოყენება ხორციელდება მათი ტექნიკური მახასიათებლების/შეზღუდვების გათვალისწინებით, იმგვ

2. დაუშვებელია არალეტალური იარაღის თავში დამიზნებით სროლა, გარდა სასროლი ბადისა

[https://legali.ge/law/2494764/muxli-9/](https://legali.ge/law/2494764/muxli-9/)

---

## მუხლი 10. 1. წყალსატყორცნი გამოიყენება მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაკავებლად

2. დაუშვებელია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის (CS) ან წიწაკის გაზის კონცენტრაცია აღემატებოდეს 5 %-ს.

3. წყალსატყორცნის გამოყენების თაობაზე გაფრთხილება უნდა განხორციელდეს ხმოვანი საშუალებით.

4. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება ელექტრომოწყობილობებისა და დანადგარების ახლოს არანაკლებ 5 მეტრის ფარგლებში, თუ ძაბვა არ აღემატება 1000 ვოლტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული მოწყობილობები და დანადგარები გამორთულია.

5. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება ელექტრომოწყობილობებისა და დანადგარების ახლოს არანაკლებ 10 მეტრის ფარგლებში, თუ ძაბვა  აღემატება 1000 ვოლტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული მოწყობილობები და დანადგარები გამორთულია.

6. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება იმ ადგილთან ახლოს, სადაც მუშავდება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც წყალთან რეაქციის დროს იწვევენ აფეთქება

[https://legali.ge/law/2494764/muxli-10/](https://legali.ge/law/2494764/muxli-10/)

---

## მუხლი 11. 1. დაუშვებელია სასამსახურო ძაღლის გამოყენება პირის მიზანმიმართულად სხეულის მძიმე დაზიანების მისაყენებლად

2. სასამსახურო ძაღლის გამოყენება დასაშვებია, თუ იგი არის შესაბამისად გაწვრთნილი და ემორჩილება სპეციალური საშუალების გამოყენების უფლების მქონე პირის ბრძანება

[https://legali.ge/law/2494764/muxli-11/](https://legali.ge/law/2494764/muxli-11/)

---

## მუხლი 12. იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ერთი საშუალებით, პატიმრობის კოდექსითა და ამ ბრძანებით დადგენილი საფუძვლებითა და ფარგლებში დასაშვებია რამდენიმე სახის სპეციალუ



[https://legali.ge/law/2494764/muxli-12/](https://legali.ge/law/2494764/muxli-12/)

---

## მუხლი 13. 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ზ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე (როდესაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამს

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მოქმედი ჯგუფის უფროსი. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს.

4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსი ან მისი ნებართვით შესაბამისი ჯგუფის უფროსი. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს.

5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს იმ ჯგუფის უფროსი, რომლის განკარგულებაშიც არის სასამსახურო ძაღლი

[https://legali.ge/law/2494764/muxli-13/](https://legali.ge/law/2494764/muxli-13/)

---

## მუხლი 14. 1. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს  სისტემის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს  რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება. სისტემის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილი პირი გადის პერი

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები სპეციალური მომზადების შემდეგ პერიოდულად გადიან სპეციალური გადამზადებას.

3. პასუხისმგებლობა სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ეკისრება კონკრეტული სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სპეციალური საშუალების გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირ

[https://legali.ge/law/2494764/muxli-14/](https://legali.ge/law/2494764/muxli-14/)

---

## მუხლი 15. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული, სხვა პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა ი



[https://legali.ge/law/2494764/muxli-15/](https://legali.ge/law/2494764/muxli-15/)

---

## მუხლი 16. 1. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამისი დაწესებულების დირექტორს ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ განსაზღვრულ პირს და დაწესებულების ექიმს, გარდა ა

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით მის მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ექიმს, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.

3. სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გამოკვლევები, კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით, რომლის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და მისი მოთხოვნით, შესაძლებელია შემოწმების პროცესზე განხორციელდეს ვიზუალური დაკვირვება, მოსმენის გარეშე. პირი, რომელიც შემოწმების პროცესს აკვირდება ვიზუალურად, ვალდებულია დაიცვას სამედიცინო შინაარსის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტი ინახება  ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში და ერთვის მის სამედიცინო ისტორიას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული აქტი გადაეცემა გასაცნობად

[https://legali.ge/law/2494764/muxli-16/](https://legali.ge/law/2494764/muxli-16/)

---

## მუხლი 17. 1. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს სპეციალური საშუალებების გამომყენებელი პირი/პირები. ოქმი რეგისტრირდება დაწესებულებაში და მისი ერთი ასლი იგზავნებ

2. თუ სპეციალურ საშუალებას იყენებს საბადრაგო ჯგუფი/კოლონა ან სპეციალური დანიშნულების ჯგუფი (შემდგარი ორი ან მეტი მოსამსახურისაგან), სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ოქმს ადგენს და ხელს აწერს  შესაბამისი  ჯგუფის/კოლონის უფროსი.

3. სპეციალური საშუალების გამოყენებისას შესაბამის უფლებამოსილ პირებს, როგორც წესი, სახე აქვთ დაფარული და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ ყოველ დავალებაზე წინასწარ განსაზღვრული განსხვავებული ნუმერაციით, რომელიც აღინიშნება შესაბამის დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტი ინახება დაცულ ადგილას. ნუმერაცია აისახება სპეციალური საშუალების გამოყენების  უფლების მქონე პირის ტანსაცმელზე.

4. ყველა მოსამსახურე ვალდებულია არ გაამჟღავნოს სპეციალური საშუალების გამომყენებელი პირის ვინაობას, რომელსაც სპეციალური საშუალების გამოყენებისას სახე ჰქონდა დაფარული. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილ   დისციპლინურ პასუხისმგებლობა

[https://legali.ge/law/2494764/muxli-17/](https://legali.ge/law/2494764/muxli-17/)

---

## მუხლი 18. სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლების აღმოფხვრის შემდგომ შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ უნდა შედგეს ანგარიში. მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებ



[https://legali.ge/law/2494764/muxli-18/](https://legali.ge/law/2494764/muxli-18/)

---

## მუხლი 19. 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების  შენახვისათვის  გამოყოფილი დაცული ადგილი განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ

2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და წიწაკის გაზი აეროზოლის სახით.

3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და ქალთა სპეციალური დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

4. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” - „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და წიწაკის გაზი აეროზოლის სახით.

5. ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალური საშუალებების შენახვაზე უფლებამოსილია სპეციალურად გადამზადებული  დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის  ან/და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამისი მოსამსახურეებისაგან შემდგარი ჯგუფი

[https://legali.ge/law/2494764/muxli-19/](https://legali.ge/law/2494764/muxli-19/)

---

## მუხლი 20. 1. დაუშვებელია დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და ქალთა სპეციალურ დაწესებულებ

2. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დასაშვებია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალების ტარება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი სპეციალური საშუალების ტარების უფლება აქვს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების  მოსამსახურეს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადებ

[https://legali.ge/law/2494764/muxli-20/](https://legali.ge/law/2494764/muxli-20/)

---

## მუხლი 21. სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

დანართი №2

სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ

ოქმი №

„ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ.
----------------------------------------

(ოქმის შედგენის თარიღი
)
(ოქმის შედგენის  ადგილი
)

ვადგენთ ოქმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების

დეპარტამენტის --------------------------------- თანამშრომლები შემდეგი შემადგენლობით
(სახელი
, გვარი
, თანამდებობა
):

1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბრალდებულის
/მსჯავრდებულის

სახელი
, გვარი
,მამის სახელი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი:
–––––––--------------------------------------------------------------------------

სპეციალური საშუალების გამოყენების  ადგილი
––––––––––––------------------------------------

ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო:

-----------------------------------------------------------------------------------------------------

გამოყენებულ იქნა შემდეგი სპეციალური საშუალება:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ
(მათ შორის, არსებული სიტუაციის დინამიკაში

შეფასებისას მიღებული გადაწყვეტილებით სხვა სპეციალური საშუალებების  გამოყენების შესახებ
) დასაბუთება:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სხვა ინფორმაცია
: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით
:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დანართი №3

სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდგომ

სამედიცინო შემოწმების აქტი №

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი------------------------------------

2. სქესი -------------

3. დაბადების თარიღი -------------------

4. დაწესებულება ------------------------------

4. შემოწმების დაწყების თარიღი და დრო -----------------

5. შემოწმების დამთავრების თარიღი და დრო-----------------

6. შემოწმების შედეგი (დიაგნოზი - მისი დასმის შესაძლებლობის შემთხვევაში) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7.  დანიშნულება/რეკომენდაცია ------------------------------------------------------------------------------------

8. რა სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული ( ოქმის საფუძველზე)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. ექიმის (შემმოწმებლის) სახელი და გვარი ------------------------------------------------------------------

[https://legali.ge/law/2494764/muxli-21/](https://legali.ge/law/2494764/muxli-21/)
