ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.09.2014
ძალის დაკარგვა 05.12.2017
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ ბაკურაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.11.2017
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2014 წლის 12 სექტემბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეტარიელ ბაკურაძე
დანართი N1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დებულება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის შესახებ ადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.ambrolauri.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგ-ვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის;
ე) ვებ-გვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიმართვა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებ-გვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები.
5. ვებ-გვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადი – ყოველი დღის 13.00 სთ.
ბ) ყოველკვირეული – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ.
გ) ყოველთვიური – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლეებისა და სხვა სახის ინფორმაციის.
2. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი;
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
გ) საკრებულო;
დ) გამგეობა;
ე) განახლებები (საჯარო ინფორმაცია);
ვ) ტურიზმი.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა და ინფორმაციის განთავსება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
ა) ზოგადი ინფორმაცია (ისტორიულ გეოგრაფიული ექსკურსი);
ბ) მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა);
გ) ბუნებრივი რესურსები;
დ) ეკონომიკა:
ე) ინფრასტრუქტურა;
ვ) ჯანდაცვა;
ზ) განათლება;
თ) სპორტი და კულტურა.
2. საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ბიურო (საკრებულოს თანამდებობის პირები – თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ბ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);
გ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა; კომისიის დებულებები);
დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა);
ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა);
ვ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ზ) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).
3. გამგეობა იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ბ) გამგეობის სტრუქტურა;
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით).
დ) გამგეობის დებულება;
4. განახლებები – საჯარო ინფორმაციის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
ა) ახალი ამბები (თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე);
ბ) სამართლებრივი აქტები;
გ) განცხადებები (ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების, აუქციონების, ვაკანსიების და კონკურსების შესახებ და სხვა განცხადებები);
დ) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები;
ე) პროგრამები და პროექტები.
5. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულოს დადგენილებები;
ბ) საკრებულოს განკარგულებები;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;
დ) გამგებლის ბრძანებები;
ე) გამგეობის სტრუქტურული ერთულის ხელმძღვანელების ბრძანებები.
6. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მუნიციპალური პროგრამები;
ბ) საინვესტიციო პროექტები.
7. ტურიზმის განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, კულტურული და ტურისტული ობიექტების და სხვა მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი საცნობარო ინფორმაცია.