თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.09.2014
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,058 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2014 მიღება
01.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2014 წლის 8 სექტემბერი დ. თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის“ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური დანართი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური 1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას. 2. სამსახური ფუნქციურად დამოკიდებულია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების გამხილველ საბჭოსთან (შემდგომში- ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად. 3.  სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება; ბ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შეფასება; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში; ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება; ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომში შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; თ) გამგეობის სისტემაში ასიგნებების გადანაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა; ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; მ) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები  სამსახური უფლებამოსილია: ა) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზაზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა); გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან თავიაანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელიბის პროცესში; დ) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე; ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობები სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და  კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარ ინფორმაციის გარეშე; გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუზავნოს გამგებელს; ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე; ვ) სამსახური თანამშრომლობას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტთან და სხვა უწყებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელისაგან. ა) მთ. სპეციალისტი მონიტორინგის და შიდა კონტროლის ინსპექტირების საკითხებში (აუდიტორი). 2.  სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს შედა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს. გეგმაში ცვლილებები ხორციელდება სამსახურის უფროსის წინადადებით, რისკების შეფასების საფუძველზე; ა) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ანხორციელებს სამსახურის მოხელე. 3. სამსახურის უფროსი ამზადებს წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება: ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმების შესახებ; ბ) ინფორმაცია გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელებულ ღონისძიებებზე; გ) ინფორმაცია შესასრულებელი რეკომენდაციების შესახებ; დ) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვების თაობაზე. მუხლი 6🔗. მთ. სპეციალისტი მონიტორინგისა და შიდა კონტროლის ინსპექტირების საკითხებში მთ. სპეციალისტის ფუნქციებია: ა) კონტროლის განხორციელება გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თანამდებობის პირებისა და თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და კანონმდებლობის შესრულებაზე; ბ) გამგეობის, მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეფექტურობის, ეკონომიურობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; ე) გამგეობაში ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ვ) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება; ზ) გამგეობის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება; ი) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის თვითმმართველობის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მოზნით რეკომენდაციების შემუშავება; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ლ) ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემის შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება; მ) თვითმმართველობის მოხელეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ნ) მთ. სპეციალისტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა; ო) გამგეობის თანამშრომელთა მიერ გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება. პ) კომპეტენციის ფარგლებში, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;