„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1522
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №1):
ა) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. VI კომპონენტი – შეღავათიანი აგროკრედიტი ატმის ან/და არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის. კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს მხოლოდ ატმის ან/და არასტანდარტული ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს ატმის ან/და არასტანდარტული ვაშლის შეძენას.“;
ბ) ცხრილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
| კომპონენტები |
| |||||
|
| II | III | IV | V | VI | VII | VIII |
| ბენეფიციარები | საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა) | საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა) | საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული: მეწარმე ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ებისა | მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის მოწოდებულ სიაში მყოფი მეწარმეები | მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი საწარმოები | საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც პროექტის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“-ფარგლებში მოპოვებული ექნებათ საგრანტო თანადაფინანსება | საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეები, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები, მეწარმე იურიდიული პირები, გარდა სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა |
| სესხის/ლიზინგის ხანგძლივობა (თვე, არა უმეტეს) | ა) მემცენარეობისთვის - 18; ბ) მეცხოველეობისთვის - 18; გ) ძირ. საშუალებებისთვის - 60 | 84 | 84 | 15 | 6 თვე ატმის შემთხვევაში, 12 თვე არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში | ძირითად საშუალებებისთვის - 120; საბრუნავი საშუალებებისთვის - 60 | გადაწყვეტილებას იღებს საფინანსო ინსტიტუტი |
| მინიმალური საშეღავათო ვადა | არა | არა | არა | 2014 წლის 1 დეკემბრამდე | 2014 წლის 1 ოქტომბერი ატმის შემთხვევაში, 2015 წლის 15 იანვარი არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში | საპროცენტო სარგებელზე - 12 თვე, ძირითად თანხაზე - 18 თვე (საბრუნავ საშ.-ებზე) და 24 თვე (ძირ. საშ-ებზე) | საბრუნავს საშუალებებზე ძირითად თანხაზე – არანაკლებ 18 თვე; ძირითად საშუალებებზე ძირითად თანხაზე – არანაკლებ 24 თვე |
| სესხის/ლიზინგის მაქსიმალური თანხა (ჯამურად) | 100,000 ლარი | 600,000 აშშ დოლარი (ჯამურად III და IV კომპონენტები) | 600,000 აშშ დოლარი (ჯამურად III და IV კომპონენტები) | 10,000,000 ლარი | 5,000,000 ლარი | 500,000 აშშ დოლარი | 2,000,000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ლარი |
| სესხის/ლიზინგის მინიმალური თანხა (ჯამურად) | 5,000 ლარი | 30,000 აშშ დოლარი | 30,000 აშშ დოლარი | 0 | 0 | 100,000 აშშ დოლარი | 600,000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ლარი |
| მაქსიმალური წლიური სარგებელი საფინანსო ინსტიტუტებისთვის | 5,000 ლარიდან 20,000-მდე - 17%; 20,000 ლარიდან 50,000-მდე - 16%; 50,000 ლარიდან 100,000-მდე - 15% | 30,000 დოლარიდან 100,000-მდე - 15%; 100,000 დოლარიდან 200,000-მდე - 14%; 200,000 დოლარიდან 600,000-მდე - 13% | 15% | 100,000 ლარამდე - 15%; 100,000 ლარიდან 1,000,000-მდე - 14%; 1,000,000 ლარიდან 10,000,000-მდე - 13% | 100,000 ლარამდე - 15%; 100,000 ლარიდან 1,000,000-მდე - 14%; 1,000,000 ლარიდან 5,000,000-მდე - 13% | 100,000 დოლარიდან 200,000-მდე - 14%; 200,000 დოლარიდან 500,000-მდე - 13% | 600,000 აშშ დოლარიდან 1.000,000-მდე - 12%; |
| სააგენტოს მიერ სარგებლის თანადაფინანსების განაკვეთი | 9% | 12% | 12% | 9% | 9% | 12% | 10% |
| სააგენტოს მიერ კრედიტის უზრუნველყოფა | ძირითადი თანხის არა უმეტეს 33% მეორადი უზრუნველყოფა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; იპოთეკით დატვირთული სასოფლო-სამეურნეო მიწის გარანტირებული შესყიდვა სააგენტოს მიერ | არა | არა | არა | არა | უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, მათ შორის, სააგენტოს თანადაფინანსებით შეძენილი აქტივით | ძირითადი თანხის არა უმეტეს 30% მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად
|
| კრედიტის გაცემის საკომისიოს მაქსიმალური ზღვარი | 50,000 ლარამდე - 0.5%; 50,000 და მეტი - 0.2% | 0.2% | 0.0% | 0.2% | 0.2% | 0.2% | 0.2% |
| პარალელური სესხი/ლიზინგი | არ დაიშვება ერთი კატეგორიის მიზნობრიობით. დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემულია ერთი სესხი საბრუნავი საშუალებებისთვის, ხოლო მეორე ძირითადი საშუალებებისთვის | არ დაიშვება | დასაშვებია გაიცეს რამდენიმე ლიზინგი. აღნიშნულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 30,000 აშშ დოლარი და არა უმეტეს 600,000 აშშ დოლარი | დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა მაქსიმალური თანხის ფარგლებში იმ პირობით, რომ პარალელური სესხები გაცემული იქნება 2014 წლის 1 ნოემბრამდე | დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა მაქსიმალური თანხის ფარგლებში იმ პირობით, რომ პარალელური სესხები გაცემული იქნება ატმის შემთხვევაში, 2014 წლის 20 აგვისტომდე, ხოლო არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში, 2014 წლის 20 ნოემბრამდე | დასაშვებია, მაგრამ ჯამურად ასეთი სესხების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500,000 აშშ დოლარს | დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, რომელთა ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 600,000 აშშ დოლარზე ნაკლები ან 2,000,000 დოლარზე მეტი (ეკვივალენტი ლარი) |
| სესხის/ლიზინგის რეფინანსირება | დასაშვებია, თუ მიმდინარე სესხის მიზნობრიობა შეესაბამება შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებს. ამ შემთხვევაში, მოხდება მხოლოდ რეფინანსირებული სესხის პროცენტის თანადაფინანსება (არა უზრუნველყოფის). მთლიან საკრედიტო პორტფელში რეფინანსირებული სესხების მოცულობის წილი იზღუდება სააგენტოსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის ხელშეკრულებით | დასაშვებია, თუ მიმდინარე სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და მისი მიზნობრიობა შეესაბამება შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებს | დასაშვებია, თუ მიმდინარე ლიზინგი გაცემულია პროექტის ფარგლებში და მისი მიზნობრიობა შეესაბამება შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებს | რეფინანსირებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და რეფინანსირების შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება
| დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და რეფინანსირების შედეგად არ ხდება საწყისი სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის გაზრდა და სესხის ვადის გაგრძელება | არ დაიშვება | დასაშვებია მხოლოდ ამავე კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იზრდება დასარეფინანსირებელი სესხის დარჩენილი ძირითადი თანხა და ვადა |
| სესხის/ლიზინგის რესტრუქტურიზაცია | მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას | მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას | მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი ლიზინგი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება ლიზინგის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ ლიზინგში არ აღემატება წინა ლიზინგით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას | მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას | დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება | მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას | დასაშვებია გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იზრდება თავდაპირველად დამტკიცებული სესხზე სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი ჯამური თანხა, რომელიც გათვალისწინებული იყო პირველადი სესხის პირობებით. |