საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1530
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1530

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

   საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 490 000 (ოთხას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

 ა) 265 000 (ორას სამოცდახუთი ათასი) ლარი – სსიპ – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის მიერ „თელავის ტრადიციული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ ჩატარების ხარჯების დაფინანსების მიზნით;

ბ) 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარი – სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ჩატარების ხარჯების დაფინანსების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი