განჩინება შპს „მნმ-მულტიკომი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12783-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/12783-14 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2014 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „მნმ-მულტიკომი” (ს/კ 211382546)

წარმომადგენელი: ვახტანგ მუმლაძე (დირექტორი)

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მნმ-მულტიკომის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 25 ივლისს განცხადებით მომართა შპს „მნმ-მულტიკომის” დირექტორმა ვახტანგ მუმლაძემ და ითხოვა შპს „მნმ-მულტიკომის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მნმ-მულტიკომის” კრედიტორს წარმოადგენს თენგიზ ფხაკაძე, რომლის მიმართაც კომპანიის დავალიანება ჯამში შეადგენს 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარს. განმცხადებლის მითითებით, საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კომპანიას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. საწარმოს სახელზე არ ირიცხება არც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და არც უძრავი ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „მნმ-მულტიკომს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა
საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ
მოემართათ სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით და
მოეთხოვათ შპს „მნმ-მულტიკომის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ხოლო, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იქნებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 31 ივლისს, ხოლო კრედიტორს თენგიზ ფხაკაძეს კი პირადად ჩაჰბარდა 2014 წლის 2 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 44). განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „მნმ-მულტიკომის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „მნმ-მულტიკომის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „მნმ-მულტიკომის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მნმ-მულტიკომი” (ს/კ 211382546) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. მოვალე „მნმ-მულტიკომს” (ს/კ 211382546) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე                                                         ბესიკ სისვაძე