შეტყობინება სს „მარნეულის სასურსათო კომბინატის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება  „მარნეულის სასურსათო კომბინატის“   აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

  სს „მარნეულის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ: 234158461 ) დირექტორი იწვევევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა  საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის                                 6 ოქტომბერს 16:00 საათზე ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქ. №21, მე-4 სართული, ნოტარიუს ოთარ ზოიძის სანოტარო ბიუროს მისამართზე.

 კრების სააღრიცხვო დღეა: 2014 წლის 5  ოქტომბერი.

 

 დღის წესრიგი:

 1. სს ,,მარნეულის სასურსათო კომბინატის’’/მისი დირექციის გასული წლის და მიმდინარე წლის საქმიანობის შეფასება.

 2. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

 

  საზოგადოების დირექტორი რეკომენდაციას იძლევა, რომ:

  1. დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერებს დადებითად შეაფასონ საზოგადოების /დირექციის საქმიანობა.

  2. დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერებს იმსჯელონ და განიხილონ სხვადასხვა მიმდინარე საკითხები.

  აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2014 წლის 26 სექტემბერს,  სს „მარნეულის სასურსათო კომბინატის“ აქციათა რეგისტრატორთან – შპს ,,ეროვნული რეესტრიში’’ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №41, სართული №6.

 

დირექტორი:                                                                                                  მ. ბოსტოღანაშვილი