📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.09.2014
ძალის დაკარგვა 28.11.2017
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 671 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2014 მიღება
28.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2014 წლის 10 სექტემბერი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახურის დებულება დანართი №1–ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010.260.020.35.103.016.083). მუხლი 3🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავემესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი N–1 მესტიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. სამსახურის ამოცანები მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური არის გამგეობის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვას, გამგეობის მიერ გაცემული ნებართვების განხორციელების ფარგლების შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციებს მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და შესაბამისი სამართალდარვევის საოქმო წარმოებასა და შესაბამისად სამართლებრივ რეაგირებას. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონმდებლობის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხის მიხედვით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა ზედამხედველობის სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტებისაგან                            (მოხელეებისაგან ); სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელსაც კონკურსის წესის გარეშე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწრილობით, რომლის თაობაზეც გამგებელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს.სამსახურის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მისი შუამდგომლობით, მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს, რომლის თაობაზეც  გამოიცემა გამგებლის   ან გამგებელთან შეთანხმებით სამსახურის უფროსის ბრძანება. სამსახურის უფროსი გამგებლის დავალებით ადგენს სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის დოკუმენტს, ხოლო მისი დავალებით სამსახურის თვითოეული მოსამსახურე ადგენს შესაბამისი საჯარო მოხელის სამუშაოთა აღწერილობებს ცალ-ცალკე და ერთიანად წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც აღნიშნულის ბაზაზე გამოსცემს ინსტრუქციას ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა სამუშაოების აღწერილობის შესახებ; სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე მიღებისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო  სამსახურის შსახებ„ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ხოლო მოხელეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები მუნიციპალიტეტის აქტებითა და გამგეობის შინაგანაწესით. მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შიგა კონტროლის სფეროში: ა) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების განხილვის ვადების დაცვაზე კონტროლი და რეაგირება; ბ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა და იურიდიული პირების საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; გ) გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან ერთად გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის და შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლი და დარღვევების გამოვლინება; მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული პროგრამებისა და გამგეობის მიერ გაცემული ნებართვების შესრულების სფეროში: ა) ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; ბ) მუნიციპალური პროექტებისა და პროგრამების შესრულების ვადების დაცვაზე კონტროლი და რეაგირება; გ) გამგეობის მიერ გაცემული სამშენებლო, გარემოს დაცვითი , საპროექტო და სხვა ნებართვების ფარგლების დაცვაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში: ა) საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიკუთვნებულ კომპეტენციების ფარგლებში და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრულ სფეროებში  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება; მუხლი 4🔗. სამსახურის კოორდინაციული ფუნქციები   ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მუდმივი კოორდინაციული ურთიერთობა იქონიოს გამგეობის შესაბამის სამსახურებთან იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც სხვა სამსახურების ფუნქციების განხორციელებას უკავშირდება. კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების დროს სავალდებულოა გამგეობის სხვა (შესაბამის)  სამსახურებთან კონტრასიგნატურული შეთანხმება ისეთი ღონისძიებების განხორციელებისას, რომლებიც სამუშაოთა შესრულებისა და მიღება-ჩაბარებისა აქტების კანონიერებას უკავშირდება.  მუხლი 5🔗. სამსახურის ანგარიშვალდებულება სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის უმაღლესი ორგანოების წინაშე; ანგარიში  წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს; გამგებლის მოთხოვნის ან დავალების არსებობისას, სამსახური ვალდებულია გამგებელს წარუდგინოს ყოველკვარტალური ან რიგგარეშე ანგარიში; სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურის უფროსი შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს; სამსახურის უფროსისა და ცალკეული მოხელის საქმიანობის შეფასებას ახდენს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი ინიციატივით ან საატესტაციო-საკვალიფიკაციო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე. მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამტკიცებს  საკრებულო. წინადადებას სამსახურის დებულებაში ცვლილების ან დამატების შეტანის თაობაზე გამგებლის  წინაშე აყენებს სამსახურის უფროსი, ან კიდევ ცვლილებები ან დამატებები შეაქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს საკუთარი ინიციატივით; სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული წესის მიხედვით.  მუხლი 7🔗 . სამსახურის დებულებაში ძალაში შესვლა სამსახურის დებულება ძალაში შედის საკრებულოს მიერ დამტკიცების მომენტიდან. სამსახურის დებულების ამოქმედება ხორციელდება მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. სამსახურის დებულება ძალადაკარგულად ცხადდება ახალი დებულების ამოქმედების მომენტიდან.