მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.09.2014
ძალის დაკარგვა 28.11.2017
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 13.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური
დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2014 წლის 10 სექტემბერი
დ.მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური
დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება, დანართი №1–ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N-15 დადგენილება (www.matsne.gov.ge 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010.260.020.35.103.016.081).
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავემესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური
დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. სოციალური დაცვის სამსახური
მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული და მისი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სფეროს სპეციალისტებისაგან.
სამსახურის სქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არ ყოფნის შემთხვევაშიმის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოხელე.
სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და მუნიციპალიტეტის სამსართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება და ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
ე) უმუშევართა, დავრდომილთა, უმწეოთა, უსახლკაროთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ინვალიდთა აღრიცხვას და შესაბამისი სოციალური დაცვის პროგრამების მომზადებასა და შედგენას;
ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
თ) სოციალური დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მუხლი 4🔗. სამსახურის სამუშაოთა აღწერილობა
სამსახურის უფროსის დავალებით სამსახურის მოხელეები ადგენენ თავიანთი სამუშაოს მოცულობის, ხასიათის, პროფილის და სამუშაო გრაფიკის აღწერილობას და წერილობითი ფორმით წარუდგენენ სამსახურის უფროსს, რომელიც აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს პროექტს სამსახურის სამუშაოთა აღწერილობის ინსტრუქციის თაობაზე და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 5🔗. სამსახურის დებულების ცვლილებები
ამ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული წესებისა და პროცედურების მიხედვით.
ეს დებულება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.