„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

    აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 11 სექტემბერი

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის № 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის ¹№ 9 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 31/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-15 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „მუხლი 15:  გამგებლის  წარმომადგენელი

1.გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო    მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) გამგებლის  დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) გამგებლის წარმომადგენელი ვალდებული აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები;

ზ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

თ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. ამ დებულებით განსაზღვრული აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის  წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში უზრუნველყოფილ იქნენ შესაბამისი სამსახურებრივი ბეჭდებით 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.09.2014.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.09.2014. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016173.
რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33, 11.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016173 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2499304/