განჩინება შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/11728-14 (330210314544496)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2014 წლი ს 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისი” (ს/კ 202902760)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისის” დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა - ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისი” (ს/კ 202902760) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არ გააჩნია რაიმე სახის უძრავი ქონება. მოძრავი ქონების სახით, შპს „საკარმიდამო საბარე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისს” საკუთრებაში ერიცხება შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: 1. „გაზ 24-10” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით VIP-607) - სავარაუდო ღირებულება 1100,80 (ათას ას მთელი ოთხმოცი) ლარი; 2. „მაზ 55-49“(სახელმწიფო სანომრე ნიშნით ADE-726) - სავარაუდო ღირებულება 930 (ცხრაას ოცდაათი) ლარი. ორგანიზაციას სხვა მოძრავი ქონება არ გააჩნია. საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 20 478,63 (ოცი ათას ოთხას სამოცდათვრამეტი მთელი სამოცდასამი მეასედი) ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 22 ივლისსს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მომართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისი” (ს/კ 202902760) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. მოვალე შპს „საკარმიდამო საბაღე და საგაარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობ ორგანიზაცია საქქალაქგროსერვისს” (ს/კ 202902760) დაევალოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №
6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე