⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.02.2015)
გაუქმებულია:

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.09.2014
ძალის დაკარგვა 04.02.2015
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 841 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2014 მიღება
04.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2014 წლის 10 სექტემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“ №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი დანართი  №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი 1.ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საყოველთაო  ჯანდაცვის  დაზღვევისა  და  სხვა  სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების იმ ნაწილის  დაფინანსება, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს  ან/და  კერძო სადაზღვევო  კომპანიის  მიერ; სოციალური დახმარების  მიზნით,  ერთჯერადი  ფულადი დახმარების  გაცემა,  ასევე,  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ,  უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ხარჯების გაცემა მათი ოჯახის  წევრებზე. მუხლი 2🔗. პროგრამის  მოსარგებლეები პროგრამის  მოსარგებლეები  არიან: 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები  (შემდგომში-მოსარგებლე), რომლებიც არიან: ა) ეკონომიურად  გაჭირვებული  პირები; ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისათვის,  თავისუფლებისა  და  დამოუკიდებლობისათვის  დაღუპულ,  უგზო-უკვლოდ  დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად  გარდაცვლილ  პირთა  ოჯახების  წევრები. 2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური  დახმარების სახით. მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების მოცულობა პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ სამედიცინო მომსახურებებს: ა) რომელიც არ ფინანსდება, ან/და ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამით; ბ) რომელიც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება  კერძო სადაზღვევო პაკეტით (დასტურდება სადაზღვევო კომპანიიდან წარმოდგენილი დოკუმენტით);  დაფინანსების ზედა ზღვარი საყოველთაო ჯანდაცვის თანადაფინანსების შემთხვევაში  შეადგენს  500  ლარს;  ნოზოლოგიები, რომლებსაც არ აფინანსებს საყოველთაო ან კერძო სადაზღვევო ჯანდაცვის პროგრამა იფარება შემდეგი ოდენობით: 0-დან 500 ლარის ჩათვლით - 100%-ით; 501-დან 1000  ლარის ჩათვლით 70 %-ით; 1001-დან 2000 ლარის ჩათვლით 50%-ით; 2001-დან 4000 ლარის ჩათვლით 40%-ით; 4001 -დან 15 000 ლარის ჩათვლით 30%-ით, მაგრამ არანაკლებ 1600 ლარისა. გამოკვლევის და თერაპიული სამედიცინო მომსახურების 100%-ით დაფინანსება სრული მოცულობით შესაძლებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებზე, გამონაკლისის სახით, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია. მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების  დაფინანსების  მეთოდოლოგია  და  ანაზღაურების  წესი 1.მოსარგებლე, რომლის სამედიცინო მომსახურება არ/ან ნაწილობრივ  ფინანსდება სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტით, მცხეთის მუნიციპალიტეტში წარადგენს: ა) განცხადებას  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  სახელზე; ბ) განმცხადებლის  პირადობის  მოწმობის  ასლს; გ) შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს,  რომელიც  ადასტურებს  მოსარგებლე  ოჯახის  ფინანსური  მდგომარეობის  სიმძიმეს; დ) სადაზღვევო დოკუმენტი თანადაფინანსების თაობაზე; ვ) შესაბამისი სამედიცინო  დაწესებულების  მიერ  გაცემულ  შემდეგ  დოკუმენტებს: ვ.ა) ფორმა  №100; ვ.ბ) ხარჯთაღრიცხვას; ვ.გ) ანგარიშ-ფაქტურას; მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებლის ბრძანებით შექმნილი კომისია (შემდგომში - კომისია) კვირაში  ერთხელ  (გადაუდებელი შემთხვევისას - რიგგარეშე  სხდომაზე) იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს. კომისიის მოწვევის საფუძველზე, კომისიის სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომლის ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე. საკრებულოს წევრების მოსაზრება ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების, ან არდაკმაყოფილების თაობაზე წერილობით დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად კომისიის მიერ, ამ პროგრამის მე-3  მუხლით დადგენილი მოცულობის შესაბამისად, განისაზღვრება თანხის ოდენობა. დაფინანსების გადაწყვეტილების შემთხვევაში კომისიის მიერ მზადდება შესაბამისი  პროექტი, რომელიც წარედგინება გამგებელს. კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არაუგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს  კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის ყველა წევრი. გამგებელი ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსარგებლეთა მიმართ გაცემულ  საგარანტიო  წერილს; სამედიცინო დაწესებულება მცხეთის მუნიციპალიტეტში  წარმოადგენს  იმ  ფინანსურ  დოკუმენტს,  რომლითაც  დასტურდება  პაციენტის  მიმართ  გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული  დოკუმენტის  საფუძველზე ხდება მკურნალობის ღირებულების ანაზღაურება მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მიერ. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული  საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები  დაავადებების  მკურნალობაზე; ბ) განაცხადის წარდგენამდე  გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე; გ) მშობიარობაზე (მათ  შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე); დ) პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე; ე) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე; მუხლი 5🔗. ერთჯერადი ფულადი დახმარება და დაფინანსების წესი 1.  ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა პირებზე, რომლებიც განიცდიან  ეკონომიურ სიდუხჭირეს, არიან უმუშევრები, დაბალშემოსავლიანები, მძიმე  ავადმყოფები,  უსახლკაროები,  მარტოხელა  მოხუცებულები,  სტიქიის  ან  სხვა   მიზეზთა  გამო  დაზარალებულნი და  დადგენილი  წესით  მიმართავენ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგეობას. 2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტაცია: ა)  განცხადება  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  სახელზე; ბ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის გაჭირვების  ხარისხი. (წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის  სიზუსტეზე); გ) პირადობის  მოწმობის  ქსეროასლი; დ) პირადი  საბანკო  ანგარიშის  ნომერი; 3. ერთჯრადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 4. კომისიის გადაწყვეტილება მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე წარედგინება გამგებელს; 5. გამგებელი იღებს გადაწყევტილებას ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ და  ხელს  აწერს  მოსარგებლეთათვის  თანხის  გადარიცხვის  დოკუმენტს; 6. ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  ბანკში  გახსნილ  პირად  ანგარიშზე. მუხლი 6🔗. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისათვის,  თავისუფლებისა  და  დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკლოდ  დაკარგულ,  მიღებული  ჭრილობების  შედეგად   გარდაცვლილ  პირთა   ოჯახების   წევრებზე სარიტუალო  ხარჯის  დაფარვა. 1. მცხეთის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო  მომსახურება: ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული  ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა  სარიტუალო  ღონისძიებისათვის  საჭირო თანხა - 250 ლარი. თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი. ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  გარდაცვალების  შემთხვევაში  სარიტუალო  მომსახურებისათვის  საჭირო  თანხა  -  200 ლარი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის  სახელზე; ბ) გარდაცვალების  მოწმობა; გ) ცნობა დეპარტამენტიდან კოდის მინიჭებით; დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც  უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას; 3. გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას სარიტუალო  ხარჯის  ანაზღაურების შესახებ და  ხელს  აწერს  მოსარგებლეთათვის  თანხის  გადარიცხვის  დოკუმენტს. 4. თანხის  გადახდა  ხდება  უნაღდო  ანგარიშსწორებით. პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 120.300 ლარით. მათ შორის 9.000 ლარი გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი 19 წლამდე ასაკის ბავშვები) სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამისთვის.