საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.09.2014
ძალის დაკარგვა 18.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 120140000.22.026.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ქაროსანიძე | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.09.2017
დოკუმენტის ტექსტი
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№71
2014 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები‘‘.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 22 მაისის №477 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ქაროსანიძე
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს საქარველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების (შემდეგში - გამოცდები) ჩატარების წესსა და პირობებს.
2. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის გამოცდა არის ოფიცერთა ცოდნის დონის შემოწმება, რომლის მიზანია შეფასდეს, თუ რამდენად ფლობს ოფიცერი შესაბამისი გვარეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ თემატიკას.
3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდეგში - გენერალური შტაბი) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის და გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, სადაზვერვო/ოპერატიულ/ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესს/პირობებს და შესაბამის სამხედრო მოსამსახურეებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გენერალური შტაბის უფროსი, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 2🔗. გამოცდების ჩატარების პრინციპები
გამოცდის ჩატარების პრინციპებია:
ა) ობიექტურობა - გამოცდის ჩატარებისას უნდა გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალეობა - გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა მოსამსახურისათვის;
გ) არადისკრიმინაციულობა - საგამოცდო პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოსამსახურეთა თანასწორობას;
დ) საჯაროობა - საგამოცდო პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, კომისიის სხდომის ოქმები და შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კორექტულობა - გამოცდის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ უნდა ახდენდეს მოსამსახურეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 3🔗. გამოცდების მომზადება
1. ოფიცრებისთვის გამოცდები ჩატარდება გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. გამოცდების ჩატარება ხორციელდება ტესტირების საფუძველზე.
3. ტესტების და ძირითადი საკითხების ჩამონათვალი და გამოცდების ჩატარების ვადები/პერიოდი განისაზღვრება გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან სამეთაურო მომზადების დაგეგმვისას გაითვალისწინონ შესაბამისი კატეგორიის ოფიცრების მიზანმიმართული მომზადება გამოცდებისათვის.
მუხლი 4🔗. გამოცდების ორგანიზება
1. გამოცდების ჩატარებისათვის გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საგამოცდო კომისია (შემდეგში - კომისია), რომელიც კომპლექტდება გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში შეიარაღებული ძალების სხვადასხვა გვარეობის წარმომადგენლებით.
2. კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის წევრები (დამკვირვებლები);
გ) კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗. გამოცდებისათვის დოკუმენტაციის მომზადების ღონისძიებები
1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი ადგენს ტესტებს გვარეობების შესაბამისად. ტესტები მოიცავს 50 (ორმოცდაათი) შეკითხვას.
2. გამოცდებისათვის ტესტების შემუშავებაში, გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტს მათი მოთხოვნის შემთხვევაში, სათანადო დახმარება/კონსულტაცია უნდა აღმოუჩინოს გენერალურ შტაბს დაქვემდებარებულმა შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა.
3. ტესტების სულ მცირე 60% უნდა მოიცავდეს შესაბამისი გვარეობისათვის დამახასიათებელ თემატიკას.
4. გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი უზრუნველყოფს ტესტების კონფიდენციალურობას გენერალური შტაბის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. გამოცდების ჩატარების პროცედურა
1. კომისიის თავმჯდომარე დალუქულ საგამოცდო კონვერტს, სადაც მოთავსებულია ტესტები, ხსნის საგამოცდო აუდიტორიაში ოფიცრების და კომისიის წევრების (დამკვირვებლების) თანდასწრებით.
2. გამოცდაზე გამოცხადებულმა ოფიცერმა თან უნდა იქონიოს სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა (პლასტიკური ბარათი) და საწერი კალამი.
3. ოფიცრები გამოცხადდებიან კომისიის მდივანთან, რეგისტრირდებიან და უბრუნდებიან თავიანთ ადგილს საგამოცდო აუდიტორიაში.
4. კომისიის თავმჯდომარე იძლევა მითითებებს გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით და ოფიცრები იწყებენ ტესტებზე პასუხების გაცემას.
5. გამოცდაზე მისული ოფიცერი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ქცევის წესები. აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარისაგან ან წევრისაგან (დამკვირვებლისგან) ოფიცერს მიეცემა გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში, ოფიცერი იხსნება გამოცდიდან და ფორმდება შესაბამისი ოქმი, ხოლო ოფიცერს ეწერება 0 (ნული) ქულა. აღნიშნული ფაქტი ეცნობება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.
6. ოფიცრები, რომლებიც ვადაზე ადრე დაამთავრებენ ტესტებზე პასუხების გაცემას, დამოუკიდებლად აბარებენ ტესტებს კომისიის თავმჯდომარეს/წევრს (დამკვირვებელს) და ტოვებენ აუდიტორიას.
7. გამოცდისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 90 (ოთხმოცდაათ) წუთს. გამოცდისთვის განკუთვნილი დროის გასვლის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის კომანდაზე ,,გამოცდა დამთავრებულია“, ოფიცერთა მუშაობა წყდება, ისინი აბარებენ ტესტებს და ტოვებენ აუდიტორიას.
8. ტესტირების მსვლელობისას მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია.
მუხლი 7🔗. გამოცდების შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები
1. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებთან (დამკვირვებლებთან) ერთად, ორგანიზებულად ახორციელებს ტესტების თავმოყრას.
2. გამოცდის დაწყებამდე, საჭიროების შემთხვევაში, დგება გამოცდაზე გამოუცხადებელ ოფიცერთა სია, რომელიც გადაეცემა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს.
3. შევსებული ტესტების გასწორება ხორციელდება კიმისიის მიერ ტესტირების დასრულებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 8🔗. გამოცდების შეფასება
1. შეფასების საფუძველს წარმოადგენს 50 (ორმოცდაათ) ქულიანი სისტემა; ყოველი საკითხი ფასდება 1 (ერთი) ქულით; მაქსიმალური ჯამური ქულა არის 50 (ორმოცდაათი), ხოლო გამსვლელი მინიმალური ქულა არის 35 (ოცდათხუთმეტი).
2. ჩატარებული გამოცდების შეფასება ხორციელდება კომისიის მიერ, ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი (დამკვირვებელი) და თავმჯდომარე.
3. თუ ოფიცერმა დააგროვა ქულათა საერთო რაოდენობის სულ ცოტა 70% (35 ქულა 50 შესაძლებლიდან), მაშინ მინიმალური ზღვარი ითვლება გადალახულად, ხოლო გამოცდა - ჩაბარებულად.
4. დაუმთავრებელ ტესტს შეფასება მიეცემა დაგროვებული ქულების შესაბამისად.
5. ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში (მიღებულ ქულათა საერთო რაოდენობა 34 ან ნაკლები 50 შესაძლებლიდან, 70%-ზე ნაკლები) ოფიცერს უფლება ეძლევა ხელმეორედ გავიდეს გამოცდაზე მხოლოდ 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
6. იმ ოფიცერთა მიმართ, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე ან ვერ შეძლეს დადგენილ ვადაში გამოცდის დასრულება, გამოცდაზე დამატებით გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური შტაბის უფროსი ან მისი მოადგილე.
მუხლი 9🔗. გამოცდების შეფასების შემდგომი ღონისძიებები
1. კომისიის ოქმის საფუძველზე, გამოცდების შედეგები ჩაიწერება საგამოცდო უწყისში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
2. გამოცდების შედეგების გადაგზავნა ხორციელდება გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში, ხოლო შევსებული ტესტების შენახვა გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტში.
მუხლი 10🔗. გამოცდების ჩატარებასა და შეფასებასთან დაკავშირებული მოვალეობები
1. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობები:
ა) გამოცდის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გამოცხადდეს საგამოცდო აუდიტორიაში და შეამოწმოს გამოცდისათვის აუდიტორიის მზადყოფნა;
ბ) დაალაგოს საგამოცდო დოკუმენტაცია ვარიანტების მიხედვით;
გ) შეამოწმოს ოფიცერთა მზადყოფნა გამოცდაზე ნებადართული დამხმარე საშუალებების (საწერი კალამი, რუკა, ელექტროგამომთვლელი მანქანა, სახაზავი და სხვ.) მიხედვით;
დ) განათავსოს ოფიცრები საგამოცდო აუდიტორიაში განთავსების გეგმის შესაბამისად;
ე) უზრუნველყოს ტესტების დარიგება და ოფიცრების იდენტურობის შემოწმება;
ვ) გამოყოს დრო ტესტების შესაბამის გრაფაში ოფიცერთა მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების შესატანად;
ზ) გამოაცხადოს გამოცდის დაწყების და დამთავრების დრო;
თ) გაანაწილოს კომისიის წევრები (დამკვირვებლები) საგამოცდო აუდიტორიაში და უხელმძღვანელოს გამოცდაზე მათ მოქმედებას;
ი) საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით პასუხი გასცეს ოფიცერს გამოცდის დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში. პასუხი უნდა გაიცეს ხმამაღლა;
კ) გამოცდაზე ოფიცრის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში გამოიძახოს ექიმი. დიაგნოზის დასმის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მისი გამოცდიდან გათავისუფლების შესახებ;
ლ) გააფრთხილოს გამოცდაზე დისციპლინის დამრღვევი ოფიცერი, განმეორების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები მის მიმართ, ოქმის გაფორმებით;
მ) დაავალოს კომისიის წევრებს (დამკვირვებლებს) იმ ოფიცრებისგან, რომელმაც დაამთავრეს გამოცდა, მიიღოს დოკუმენტაცია და შეამოწმოს მისი სისრულე;
ნ) საგამოცდო დროის დასრულების შემდეგ გასცეს ,,კომანდა’’ გამოცდის დამთავრების შესახებ. უზრუნველყოს ოფიცრების მიერ მუშაობის შეწყვეტა. დაავალოს კომისიის წევრებს (დამკვირვებლებს) ტესტების შეგროვება;
ო) შეადაროს ჩაბარებული ტესტების რაოდენობა სამწყობრო ბარათში მითითებულ ოფიცერთა როდენობას. დანაკლისის შემთხვევაში დაადგინოს ოფიცერი, რომელსაც ნაშრომი არ ჩაუბარებია და გააფორმოს შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის წევრის (დამკვირვებლის) მოვალეობები:
ა) გამოცხადდეს საგამოცდო აუდიტორიაში გამოცდის დაწყებამდე 20 წუთით ადრე და მოახსენოს კომისიის თავმჯდომარეს;
ბ) გააკონტროლოს, რომ მუშაობის დაწყებამდე ოფიცრებს ტესტები ედოთ მაგიდაზე გადმობრუნებულ მდგომარეობაში;
გ) კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის მითითებულ უბანზე უზრუნველყოს ოფიცერთა მიერ გამოცდაზე დადგენილი ქცევის წესების დაცვა;
დ) გამოცდის დამთავრების შემდეგ, შეაგროვოს ტესტები და შეამოწმოს მიღებული ტესტების სისრულე;
ე) გამოცდის მიმდინარეობისას ეკრძალება კომისიის სხვა წევრებთან (დამკვირვებლებთან) საუბარი, დაჯდომა, სიგარეტის მოწევა, საგამოცდო აუდიტორიის დატოვება და სხვა მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის გამოცდაზე მყოფ ოფიცერს;
ვ) ტესტებში რაიმე უზუსტობის აღმოჩენისას კომისიის წევრი (დამკვირვებელი) მიდის ოფიცერთან და აძლევს განმარტებას;
ზ) ოფიცრის მიერ გამოცდაზე დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში გააფრთხილოს ის, ხოლო განმეორების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარესთან ერთად მიიღოს სათანადო ზომები წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
თ) გამოცდის მიმდინარეობისას კომისიის წევრს (დამკვირვებელს) ეკრძალება ოფიცრის მიერ საგამოცდო შეკითხვების გარშემო დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
ი) არ დაუშვას ერთდროულად რამოდენიმე ოფიცრის მიერ ტესტების ჩაბარება;
კ) კომისიის თავმჯდომარის მიერ „კომანდის“ - ,,გამოცდა დამთავრდა” გაცემის შემდეგ კომისიის წევრმა (დამკვირვებელმა) შეწყვიტოს გამოცდაზე მყოფ ოფიცერთა მუშაობა და ორგანიზებულად შეაგროვოს მათი ტესტები;
ლ) გამოცდის დამთავრების შემდეგ დაითვალოს ტესტები და შეამოწმოს მათი სისრულე.
3. ოფიცერთა მოვალეობები გამოცდაზე:
ა) გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შევიდეს საგამოცდო აუდიტორიაში და დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ადგილი განთავსების გეგმის შესაბამისად. ადგილის შეცვლა დაუშვებელია კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ) ადგილის დაკავების შემდეგ:
ბ.ა) პირადობის მოწმობა დადოს მაგიდის ზედა მარცხენა კუთხეში;
ბ.ბ) გამოცდის მსვლელობისას არ გამოიყენოს მობილური ტელეფონი;
ბ.გ) მაგიდაზე დადოს მხოლოდ ის ნივთები, რომელთა გამოყენება დაშვებულია გამოცდაზე (საწერი კალამი, რუკა, ელექტროგამომთვლელი მანქანა, სახაზავი და სხვ.), აკრძალულია ნებისმიერი წიგნის, რვეულისა თუ დოკუმენტის შეტანა საგამოცდო აუდიტორიაში;
გ) ტესტების დარიგების შემდეგ:
გ.ა) ტესტების დარიგების დაწყებიდან ოფიცერს ეკრძალება საუბარი, ნივთების მიღება ან გადაცემა;
გ.ბ) ყურადღებით უნდა მოუსმინოს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცდის წესების შესახებ გაკეთებულ განმარტებებს;
გ.გ) ტესტებზე მუშაობა დაიწყოს, კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცდის დაწყების შესახებ, „კომანდის“ გაცემის შემდეგ;
დ) კომისიის თავმჯდომარის მიერ „კომანდის“ - „გამოცდა დაიწყო” გაცემის შემდეგ:
დ.ა) ოფიცერმა ტესტის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაწეროს თავისი საიდენტიფიკაციო მონაცემები;
დ.ბ) გამოცდის დაწყებიდან პირველი ხუთი წუთის განმავლობაში შეისწავლოს ტესტების მდგომარეობა და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიის წევრს (დამკვირვებელს), რათა ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს მისი ახლით შეცვლა;
დ.გ) საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით ოფიცერს შეუძლია შეკითხვა დაუსვას კომისიის წევრებს (დამკვირვებლებს) გამოცდის დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში. შეკითხვა უნდა დაისვას და პასუხი უნდა გაიცეს ხმამაღლა;
დ.დ) ტესტებში რაიმე უზუსტობის აღმოჩენისას ოფიცერი ხელის აწევით მიმართავს კომისიის წევრს (დამკვირვებელს);
დ.ე) საწერი კალმით „X“ აღნიშვნით გადახაზოს სწორი პასუხი. ტესტებზე დაუშვებელია სხვა აღნიშვნების გაკეთება;
დ.ვ) ოფიცერს ეკრძალება სხვა ოფიცრებთან საუბარი, კარნახი, გადაწერა ან გადაწერის ხელშეწყობა, სიგარეტის მოწევა, უნებართვოდ საგამოცდო აუდიტორიის დატოვება და სხვა მოქმედება;
დ.ზ) ოფიცერი, რომელიც დაამთავრებს ტესტებზე მუშაობას, ტესტები უნდა ჩააბაროს კომისიის წევრს (დამკვირვებელს) და დატოვოს აუდიტორია. მას ეკრძალება საუბარი და ნებისმიერი მიზეზით აუდიტორიაში დაბრუნება;
ე) კომისიის თავმჯდომარის მიერ „კომანდის“ - „გამოცდა დამთავრდა‘‘ გაცემის შემდეგ:
ე.ა) ოფიცერმა უნდა დადოს საწერი კალამი და მიეყრდნოს საზურგეს. ამ „კომანდის“ - შემდეგ დაუშვებელია რაიმეს აღნიშვნა ტესტზე, ეს განიხილება როგორც გადაწერა;
ე.ბ) ოფიცრებმა აუდიტორია უნდა დატოვონ კომისიის თავმჯდომარის ნებართვის შემდეგ.