„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №7

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წერილობით უთანხმებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარეს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 12 სექტემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.09.2014.
როდის იქნა მიღებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.09.2014. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.57.069.016047.
რამდენი მუხლისგან შედგება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №7, 12.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2500516/