„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№89/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №89/04

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

 1. ინსტრუქციის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის  11 პუნქტი:

„11. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი ანგარიშების გახსნა და წარმოება, როდესაც მფლობელის იდენტიფიკაციის მიზნით გამოიყენება კოდური სიტყვა ან ციფრი (ციფრების კომბინაცია), რომელიც არ ატარებს მისი მფლობელის სახელს და ანგარიშის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება მხოლოდ ანგარიშის ნომრის მეშვეობით (ნომრიანი ანგარიში), მათ შორის, ბანკს ეკრძალება ისეთი ანგარიშის გახსნა და წარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ბანკის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციას.“.

2. ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკორესპონდენტო ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ ბანკებს. ბანკის (ბანკების) ფილიალებს ეკრძალებათ ერთმანეთში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა. ბანკმა შეიძლება გამოიყენოს  სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში საკუთარი გადახდების (მათ შორის, ბანკის სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე გადახდების) განსახორციელებლად.“.

3. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით, ან:

ა) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები, რომელსაც ეყრდნობა კომერციული ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები;

გ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციული ბანკისათვის ანგარიშის გახსნის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“.

4. ინსტრუქციის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის  13 პუნქტი:

„13. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოში გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) ბანკს წარედგინება აპოსტილით დამოწმებული სახით, ხოლო  „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ-სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს დოკუმენტების გამარტივებული წესით წარდგენის თაობაზე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) - ნოტარიულად დამოწმებული ასლის ან ორიგინალის სახით. ყველა სხვა შემთხვევაში უცხო ქვეყანაში გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) ბანკს წარედგინება ლეგალიზებული სახით.

მუხლი 2
კომერციული ბანკები, რომლებსაც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღისათვის აქვთ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშები, ვალდებულნი არიან 2014 წლის 31 დეკემბერამდე მოახდინონ ასეთი ანგარიშების დახურვა.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.09.2014.
როდის იქნა მიღებული „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №89/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016144.
რამდენი მუხლისგან შედგება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №89/04, 12.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016144 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2500955/