განჩინება შპს „მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 805
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე
2014 წლი ს 11 სექტემბერი
ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილ ი
განიხილა შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების მმართველის განცხადება გაკოტრების კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” მიმართ.
იმავე განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა გიორგი მერებაშვილი;
საქმის წარმოებისას დადგინდა გაკოტრების მასა, კრედიტორთა ვინაობა, დავალიანების ოდენობა;
შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” დარჩენილი ქონება გატანილ იქნა აუქციონზე და მოხდა მისი დიდი ნაწილის რეალიზაცია.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების მმართველი გიორგი მერებაშვილი გათავისუფლდ ა გაკოტრების მმართველ ის თანამდებობიდან და შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო”.
გაკოტრების მმართველმა 2014 წლის 10 სექტმბერს განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა; მომართვის თანახმად, შესაძლებელია, კრედიტორთა კრებაზე მიღებული იქნეს გადაწყვეტილება დებიტორული დავალიანების კანონით დადგენილი რიგითობით კრედიტორთა შორის განაწილების თაობაზე, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება გაკოტრების ყოფილი მმართველის მიერ რეალიზებული ქონების გადახდის დამადასტურებელი ქვითრების და მის მიერ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიების შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლო გაეცნო რა განცხადებას, წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ ” ქვე პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების უშუალო კომპენტენციას განეკუთვნება არის თუ არა სადავო ქონება ან ქონება, რომელიც შეიძლება გახდეს დავის საგანი, კრედიტორთა ინტერესის საგანი მეურვის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორთა კრებაა უფლებამოსილი, იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება დებიტორული დავალიანების კანონით დადგენილი რიგითობით კრედიტორთა შორის განაწილების თაობაზე .
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს.
დადგენილია და სადავო არაა, რომ გაკოტრების საქმეზე დღემდე არ არის საბოლოო შედეგი მიღებული დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე დებიტორული დავალიანების განაწილების საკითხის გარკვევის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.
ამავე ნორმის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩა ჰ ბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლ ებ ით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუადმგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2014 წლის 16 სექტემბერს, 1500 საათისათვის,გორის რაიონული სასამართლოს შენობაში (მის.: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ . №30) .
3. დღის წესრი გი განისაზღვროს შემდეგნაირად : შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების კანონით დადგენილი რიგითობით კრედიტორთა შორის განაწილება ;
4. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს.
5. განჩინებ ა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.
6. განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის მიერ.
მოსამართლე დავით პაპუაშვილი