⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.08.2016)
გაუქმებულია:

შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.09.2014
ძალაში შესვლა 28.08.2014
ძალის დაკარგვა 29.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №554
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018172
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
matsne.gov.ge 1,037 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2014 მიღება
28.08.2014 ძალაში შესვლა
29.08.2016 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
შესყიდვა
საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები, აგრეთვე, ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სამუშაოები და სხვ.)
მუხლი 2
შემსყიდველი (შემდგომში
საწარმო) – შპს „თბილავიამშენი“ და მისი შვილობილი საწარმოები
მუხლი 2
შპს „თბილავიამშენის“ შვილობილი საწარმო
საწარმო, რომელშიც შპს „თბილავიამშენს“ ეკუთვნის კაპიტალის 50%-ზე მეტი ან/და შპს „თბილავიამშენისა“ და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50%-ს
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი და მომსახურება
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები
იდენტური, ასევე, არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით
მუხლი 2
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა, უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას
მუხლი 2
სამშენებლო სამუშაო
განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მუხლი 2
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის, ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
მუხლი 2
გამარტივებული შესყიდვა
შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით
მუხლი 2
ფასთა გამოკითხვა
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად, ძირითადად, განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს
მუხლი 2
საწარმოს დირექტორი
საწარმოს დირექტორი ან საწარმოს წარმომადგენელი
მუხლი 2
მექანიკური შეცდომა
დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან, და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას. ციფრის/რიცხვის შეცდომისას, უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ ჩანაწერს.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №554 2014 წლის 12 სექტემბერი ქ. თბილისი შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 28 აგვისტოდან და ძალაშია 2 წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის (შემდგომში – საწარმო) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა. 3. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება. 4. შესყიდვების განხორციელებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, ხოლო თუ ეს ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე, სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად. 6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები, აგრეთვე, ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სამუშაოები და სხვ.); ბ) შემსყიდველი (შემდგომში – საწარმო) – შპს „თბილავიამშენი“ და მისი შვილობილი საწარმოები; გ) შპს „თბილავიამშენის“ შვილობილი საწარმო – საწარმო, რომელშიც შპს „თბილავიამშენს“ ეკუთვნის კაპიტალის 50%-ზე მეტი ან/და შპს „თბილავიამშენისა“ და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50%-ს; დ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი და მომსახურება; ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე, არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით; ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა, უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ზ) სამშენებლო სამუშაო – განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის, ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს; ი) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; კ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით; ლ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად, ძირითადად, განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს; მ) საწარმოს დირექტორისაწარმოს დირექტორი ან საწარმოს წარმომადგენელი; ნ) მექანიკური შეცდომა – დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან, და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას. ციფრის/რიცხვის შეცდომისას, უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ ჩანაწერს. მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. საწარმო ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების გამოყენებით. მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილებით, შესყიდვა ხორციელდება ფასთა გამოკითხვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. 2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილებით, შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშეკრულების თანასწორი იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული დოკუმენტი/საბუთი. 4. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს დირექტორი ან მის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი. მუხლი 5🔗. ფასთა გამოკითხვა 1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის, მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში. 2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველის მიერ წინასწარ, სათანადოდ, შერჩეულ არანაკლებ 3 პირს. 3. შემსყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით. 4. შემსყიდველი, დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 5 დღისა, იღებს მოწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწილეობის თაობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 15 დღისა, იღებს განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას მონაწილეობის შესახებ; ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ. 5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები, იურიდიული პირის შემთხვევაში, უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი. 6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. 7. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. 8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი. მუხლი 6🔗. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით. 2. მიმწოდებელთან, გამარტივებული შესყიდვისას ან ფასთა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვისას, დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. ანგარიშის წარდგენა 1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საწარმოს წილის 20%-ზე მეტის მფლობელს ან მმართველ სუბიექტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტისა. 2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ცვლილების შეტანის წესი წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი ანგარიში საწარმოს მიერ _______ წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ № შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი) შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება მიმწოდებლის დასახელება შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესყიდვის საერთო ღირებულება შესყიდვი-სათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა