ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.09.2014
ძალის დაკარგვა 11.09.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.170.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2014 წლის 11 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-40 მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის დებულება №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ოფიციალური ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ქალაქის
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, ქალაქი
ს პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება ქალაქის
მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.zugdidi.gov.ge
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს აპარატის უფროსისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლისაგან უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საკრებულოს აპარატი.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებგვერდით სარგებლობის წესის“ მიხედვით, საკრებულოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი
ბ) საკრებულოს თავმჯდომარე
გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
დ) საკრებულოს წევრები
ე) კომისიები
ვ) ფრაქციები
ზ) აპარატი
თ) კონტაქტი
ი) საკრებულოს მისია
კ) რეგლამენტი
ლ) მოვალეობები
მ) საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი
ნ) ბიუჯეტი
ო) სამართლებრივი აქტები
პ) მოქალაქეთა მიღება
ჟ) გალერეა
რ) ქალაქის მერია
ს) ახალი ამბები
ტ) პრეს-რელიზი
უ) ანონსი
ფ) ვაკანსია
ქ) ისტორია
ღ) გეოგრაფია
ყ) მმართველები
შ) მოქალაქეები
ჩ) საპატიო მოქალაქეები
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. საკრებულოს კომისიების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საფინანსო - საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია;
ბ) იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებატა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისია;
გ) ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია;
დ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;
ე) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია.
ვ) დროებითი სამუშაო კომისიები
2. საკრებულოს ფრაქციების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ბ) ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“
გ) ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები“
დ) ,,ნაციონალური მოძრაობა“
3. საკრებულოს აპარატის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) აპარატის უფროსი;
ბ) განყოფილებები
გ) თავმჯდომარის თანაშემწეები
დ)შტატგარეშე მოსამსახურეები
ე) მოწვეული სპეციალისტები
6. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) დადგენილებები;
ბ) პროექტები
7. გალერეას განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ფოტო გალერეა
ბ) ვიდეო გალერეა