„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამასახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N20 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2014 წლის 11 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
საქართველოს ორგანული კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლი პირველი პუნქტის “ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №20 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ს/კ 010250050.35.170.016020, 06.08.2014) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება კერძოდ:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლი პირველი პუნქტის “ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება. 3. დებულებას დაემატოს 10¹ მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10¹. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება. 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან, სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი დახვეწა და მათი ვიზირება; გ) დავალების საფუძველზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და შენიშვნების მომზადება სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ქალაქ ზუგდიდის მერის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ქალაქ ზუგდიდის მერიის ინტერესებს სასამართლო ორგანოებში; ბ) ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) და უზრუნველყოფს მათ წარდგენას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; გ) სასამართლოში არსებულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიის ინტერესების სრულყოფილი დაცვისთვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, სათანადო მტკიცებულებათა მისაღებად და სასამართლოში წარსადგენად; დ) იხილავს სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიაში შემოსული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებებს, მიმართვებსა და წერილებს, ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|