თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.09.2014
ძალის დაკარგვა 02.02.2018
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,987 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2014 მიღება
02.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გურგენიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 12 სექტემბერი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗  ეს დადგენილება გავრცელდეს 2014 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ გურგენიძე დანართი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. თერჯოლის    მუნიციპალიტეტის   გამგეობის აუდიტისა  და მონიტორინგის   სამსახური 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა  და მონიტორინგის   სამსახური არის    თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.  2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.  3. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.  4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო  ნუსხით.  5. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება.  6. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში,  უშუალოდ ექვემდებარება  გამგებელს  და  ანგარიშვალდებულია  მის  წინაშე.  ასევე ,,სახელმწიფო შიდა  ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში - ჰარმონიზაციის ცენტრი ) კოორდინირებულად.  დაუშვებელია მის საქმიანობაში   სხვა   თანამდებობის  პირთა  ნებისმიერი  ფორმით  ჩარევა.      7. სამსახურის  ადგილსამყოფელია  ქალაქი თერჯოლა, რუსთაველის ქ. №109. თავი II              სამსახურის  ამოცანები, უფლებამოსილები და ვალდებულებები მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი  ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია:  ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;  ბ) მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;  გ)   თერჯოლის     მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების (მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) შიდა აუდიტორული შემოწმება; დ) შიდა აუდიტის ობიექტების ფუნქციონირებაში  მოსალოდნელი დარღვევების პრევენციის ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ე) ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და  მარეგულირებელ წესებთან; ვ) საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლი; ზ) პრევენციული ან/და შემდგომი კონტროლის მეშვეობით აქტივებისა და სხვა რესურსების დაცვა ზიანისაგან, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს არასწორი მართვით, დაუსაბუთებელი ხარჯვითა და არაეფექტური, არაეკონომიური გამოყენებით, ასევე არამართლზომიერი და არამიზნობრივი ხარჯვით; თ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა  აუდიტორული ანგარიშის პროექტის  მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის  უფროსს; ი)   თერჯოლის     მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; კ) ჩაატაროს შემოწმება გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა  და  თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების (ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება–მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;  ლ) გამგეობის სტრუქტურულ ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა; მ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გამომწვევი, ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის   გამგებლისათვის წარდგენა; ნ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;  ო) გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;  პ)  თერჯოლის     მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, (მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ჟ)   თერჯოლის     მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;  რ)   თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; ს) შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობაში  არსებული რისკების დადგენა და შეფასება, მათი  ფუნქციონირებისა და მათ  საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავება და განხილვა; ტ) შიდა აუდიტის ობიექტში  დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი; უ ) სამსახურის  მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გამგეობის  შესაბამისი ერთეულების  მხრიდან განხორციელებული  რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; ფ) შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით სამსახური გამგებლისათვის წარსადგენად ამზადებს წინადადებას გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ქ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების  შედეგად დასკვნის მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის  უფროსს; ღ) შემოწმების   შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს  შესაბამისი რეაგირების მიზნით. ყ) სამსახურის  ცხელი ხაზის მომსახურება, ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში; შ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილება  1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია;   ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებსა და ტეროტორიულ ორგანოებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;  ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტორული შემოწმება გამგეობის საჯარო მომსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;  გ) აუდიტის საგანთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ან/და რისკის შეფასების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;   დ) შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის საჯარო მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით; ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;   ვ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. ზ)  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები. 2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის და რისკის შეფასების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს გამგეობის სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.   3. გამგეობის მოსამსახურეები/ თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. 4. მონიტორინგისა  და შიდა  აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის  მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად. 5. შიდა აუდიტის ობიექტის  მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება  სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დგება  დასკვნა  და წარედგინება შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელსა და გამგებელს. მუხლი 4🔗. სამსახურის ვალდებულება  სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:  ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;  ბ) ჩაატაროს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრულ  ვადებში და დადგენილი წესით;  გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყებამდე შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;  დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;  ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების დასრულების შემდეგ დადგენილ კანონმდელობით ვადებში შეადგინოს შიდა აუდიტორული  დასკვნა,  რომელიც უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან შიდა აუდიტისადმი დაქვემდებარებული საკითხების შესახებ მიღებული ინფორმაციის , დოკუმენტაციის და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას;  ვ) შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები;  ზ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;  თ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.  ი) წარადგინოს წინადადებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის  ზომების გამოყენების შესახებ. მუხლი 5🔗. სამსახურის საქმიანობის  პრინციპები  სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) ობიექტურობა; გ) პროფესიონალიზმი; დ) საჯაროობა; ე) გამჭვირვალობა; ვ) კანონიერება. თავი III                               სამსახურის სტრუქტურული აგებულება მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. თავი IV სამსახურის   მართვა მუხლი 7🔗. სამსახურს  ხელმძღვანელობს სამსახურის  უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი სამსახურის  უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის  საქმიანობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის  კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) მოქმედებს სამსახურის  სახელით და წარმოადგენს სამსახურს  სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას; დ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირესა და მუშა ჯგუფის წევრების რაოდენობას; ე) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებელს  შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ვ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს; ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე  მუნიციპალიტეტის სისტემის სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ი) მონიტორინგს უწევს შიდა აუდიტის ობიექტისათვის გაცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემდგომ შესრულებას; კ) პასუხს აგებს სამსახურის  ქონების დაცვასა და ჯეროვნად გამოყენებაზე; ლ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის  თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; მ) განსაზღვრავს სამსახურის განყოფილებების უფლებამოსილების ფარგლებს, აძლევს მათ  შესაბამის დავალებებსა და მითითებებს; ნ) დადგენილი წესით გამგებელს  წარუდგენს ანგარიშს სამსახურის  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ო) კომპეტენციის ფარგლებში გასცემს დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს, სავალდებულო მითითებებს; პ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ჟ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი; რ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის  ამოცანების შესასრულებლად; ს) შუამდგომლობს სამსახურის  საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ტ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.  თავი V             სამსახურის  საჯარო მოსამსახურეები მუხლი 8🔗. სამსახურის მოხელეები   1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები.  2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამის სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.  5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.  6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 9🔗.  სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი   1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:  ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის  თაობაზე;  ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;  გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით,     საინფორმაციო და სხვა მასალებით;  დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;  ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.  2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:  ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;  ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;  გ) მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები;  დ) შესრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;  ე) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი VI სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი მუხლი 10🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი  1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს   თერჯოლის   მუნიციპალიტეტის საკუთრებას.  2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;  3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს  თერჯოლის  თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;  4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;  5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს თერჯოლის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას;  6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია. თავი VII დასკვნითი    დებულებანი მუხლი 11🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა  1. სამსახურის დებულებას ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს დადგენილებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 4. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.