თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.09.2014
ძალის დაკარგვა 02.02.2018
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გურგენიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.01.2018
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2014 წლის 12 სექტემბერი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება გავრცელდეს 2014 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ გურგენიძე
დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) აგრარულ საკითხთა განყოფილება;
გ) სამსახურის მოხელეები.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის.
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ამგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის'' 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მოხელე
1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ი) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;
დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
თ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ი) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
კ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება- მოვალეობათა განხორციელებას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფასების რეგულირებასათან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას, დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზაციისა და მათი შენარჩუნების მიზნით საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშებაში მონაწილეობის მიღებას;
მ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ნ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე;
ო) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით;
პ) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრების და ბაზრობების რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების მხარდაჭერას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
აგრარულ საკითხთა განყოფილება
აგრარულ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) აგრარულ სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდება;
ე) მუნიციპალური მელიორაციული პროექტების შემუშავება ; მუნიციპალური მელიორაციული პროექტების და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მართვის და დამუშავების ხელშეწყობა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.