⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.03.2016)
გაუქმებულია:

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.09.2014
ძალის დაკარგვა 10.03.2016
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,004 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2014 მიღება
10.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2014 წლის 12 სექტემბერი ქ. ზუგდიდი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ემუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართიN2). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია დანართი №1  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ელექტრონულ რესურსებზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წინამდებარე წესი არეგულირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას  ვებგვერდზე  პროაქტიულად  განთავსების  მიზნით. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს: 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის მისამართია: www.zugdidi-sakrebulo.ge. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ვებგვერდის მისამართია: www.zugdidimunicipality.ge. მუხლი 3🔗. ინფორმაციის    კატეგორიები 1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო  უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ვებგვერდზე სავალდებულოა. მუხლი 4🔗. ვებ-გვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები. 2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და გამგეობის  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის   სამსახურის  უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება  PDF  ფორმატში. მუხლი 5🔗. ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ინფორმაციის  ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს  აწვდიან  შემდეგი  სახის  ინფორმაციას: ა) ადმინისტრაციული  ორგანოს  სტრუქტურა  და  ფუნქციების აღწერა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი); გ) ადმინისტრაციული  ორგანოს  საქმიანობის  შესახებ  ანგარიში; დ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების,  ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; ე) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურულ ერთეულების,  ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმა; თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია; ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება  საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებული  საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის  მიხედვით.  3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და შესაბამისად გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში – იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა დარეგისტრირდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ განყოფილებაში (კანცელარიაში) ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე zugdidi-sakrebulo2014@gmail.com  ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანირებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3), ხოლო განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა დარეგისტრირდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში (კანცელარიაში)  ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე zugdidi.gamgeoba@gmail.com ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებას თანთანდართული დასკანირებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3) და გადაეცეს  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ  პირს/პირებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;     ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით შემოსული ელ. განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება „კანცელარიას“ რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი   ვადების დაცვით. 4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება „კანცელარიაში“ ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. დანართი №3 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს  ________________________________________  (იურიდიული პირის დასახელება)    ________________________________________ (იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი, გვარი)  ________________________________________ (მოქალაქის სახელი, გვარი)  ________________________________________  (მისამართი)  ________________________________________ (ტელ/მობ. ნომერი)  განცხადება გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ __________________________________________________________________________________                                                                                                               (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით  _____________________________________________; 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით; 3.  მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;   4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით. (შენიშვნა: მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ___________________________ თარიღი: ___. ___. _______ წ.